მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის შემოსავალზე გადასახადი 4%-ით შემცირდა

image

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1 ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 5%-სა. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა. ამის შესახებ დღეს ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.

ცვლილებების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი