საქართველოს საფონდო ბირჟის კვირის მიმოხილვა

image

1 კვირის განმავლობაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დროს მხოლოდ 1 გარიგება დაიდო, რომელშიც სს ,,ლიბერთი ბანკი’’ იღებდა მონაწილეობას, მან 7651 აქცია გაყიდა, თითოეული მათგანი თითქმის, 4 თეთრად, ამიტომ ჯამურმა ღირებულებამ 298 ლარი შეადგინა. 

არასაბირჟო გარიგებებისას კი სს ,,მაცნემ’’ 592 აქცია გაასხვისა, თითო 4 ლარად და ჯამში მის მიერ მიღებული თანხა 2368 ლარი იყო. 

დიდხნიანი შესვენების შემდეგ, დაფიქსირდა გარიგება დოლარში, რომელიც შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიამ განახორციელა, გაყიდა 240 აქცია, თითო 1032 დოლარად, ამიტომ ჯამური ღირებულება შედარებით სოლიდური, 247,756 დოლარი იყო. 

ამის გარდა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა 27 ივნისს დამატებით 50 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა A კატეგორიის ლისტინგში. დღეიდან მას სულ 390 ობლიგაცია ექნება დალისტული საქართველოს საფონდო ბირჟაზე. 

გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, სამწუხაროდ, ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია 39 მილიონი ლარით შემცირდა და 2 მილიარდ 440 მილიონს შეადგენს, ბირჟის ინდექსი GSX კი 132 პუნქტია.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი