Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სია გამოაქვეყნა

image

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში 25 ოჯახი მოხვდა, რომელთა საერთო ქონებაც 1,1 ტრილიონი დოლარია.

რეიტინგს Walmart-ის სუპერმარკეტების მეპატრონე უოლტონების ოჯახი ლიდერობს. მათი ქონება 151,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მეორე ადგილს 94,8 მილიარდით კოხების ოჯახი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 89,7 მილიარდით მარსების ოჯახია.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი