ბიზნესომბუდსმენი ბიზნესისთვის 5 მთავარ პრობლემას ასახელებს

image

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნესში ყველაზე პრობლემური სასამართლო დავების ვადებთან და სპეციალიზებასთან დაკავშირებული საკითხებია. ამის შესახებ ლექვინაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პრობლემაა ბიუროკრატიაც, განსაკუთრებით ადმინისტრაციული ორგანოების საშუალო რგოლში. აუცილებელია ბიზნესთან კომუნიკაცია უფრო ეფექტური გახდეს. რეგიონებში ბიზნესს აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემა. ასევე არის შეფერხება საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას როცა ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობდნენ პროექტების შეფერხებას. ასევე მიგვაჩნია, რომ რეგულაციები უნდა იყოს უფრო სისტემატური, რომ გაუაზრებელმა ინიციატივებმა ბიზნესს არ შეუქმნას რეგულაციებთან ადაპტირების პრობლემა",- განუცხადა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის პორტალის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი