Wizz Air-ი ხელბარგის გადაზიდვის წესებს ცვლის

image

Wizz Air-ი ხელბარგის გადაზიდვის წესებს ცვლის, რომლის მიხედვითაც ხელბარგისთვის განკუთვნილ თაროებზე დასადებად მგზავრს ხელბარგს უფასოდ აღარ აატანინებენ. ამის შესახებ წერია კომპანიის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.

იმისათვის, რომ ბორტზე ჩანთა აიტანო Wizz პრიორიტეტი უნდა იყიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელბარგი კუპეში მოხვდება, ჩანთა უნდა იყოს პატარა, რომელიც სკამის ქვეშ განთავსდება.

თქვენ გარანტირებულად აიტანთ თვითმფრინავის სალონში ხელბარგს (55x40x23 სმ, მაქს. 10 კგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული მიზეზებიდან გამომდინარე.

თქვენ შეძლებთ თან იქონიოთ ერთი დამატებითი (+1) მცირე ზომის ჩანთა (40x30x18 სმ), როგორიც არის, მაგალითად, კამერის/ლეპტოპის ჩანთა ან ხელჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ, - წერია კომპანიის საიტზე.

კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას ადგილების შეზღუდვას უკავშირებენ, რადგანაც არ არსებობს გარანტია რომ ყველა ბარგი ზედა თაროზე დაეტევა.

სერვისი Wizz პრიორიტეტის ონლაინ შეძენისას  5-დან 10 ევრომდე ღირს, ხოლო აეროპორტში შეძენისას სერვისის ღირებულება უკვე 25 ევროა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი