მსოფლიოს ყველა მილიონერის ქონების ჯამი გამოთვალეს

image

მსოფლიოში მილიონობით დოლარის მქონე ადამიანების ქონება ჯამში 70 ტრილიონ დოლარს სცდება. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Capgemini აცხადებს. 

2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 10,6 პროცენტითაა გაზრდილი. ანალიტიკოსების თქმით, 2025 წელს ეს თანხა შესაძლოა 100 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს. მილიონრების ქონების თითქმის მესამედი ნაწილი მათ აქციებზე მოდის. 

თვითონ დოლარის მქონე მილიონერების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 10 პროცენტით გაიზრდა, - ამჟამად მათი რაოდენობა 18 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამათგან უმრავლესობა ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანის ტერიტორიებზე. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი