მაისში საწვავის იმპორტი გაიზარდა

image

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავისიმპორტმა შეადგინა 100,1 ათასი ტონა, რაც 12,8 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს.

მათ შორის, 2018 წლის მაისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 43,1 ათასი ტონა (მატება 5,5 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 57,0 ათასი ტონა (მატება 7,3 ათასი ტონით).
სულ მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 429,9 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 208,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 221,3 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 27,3 ათასიტონა, რაც მთელი იმპორტის 27,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 25,8 ათასი ტონა (25,8%), თურქმენეთი - 19,0 ათასი ტონა (19,0%); აზერბაიჯანი - 15,9 ათასი ტონა (15,9%), საბერძნეთი - 6,1 ათასი ტონა (6,1%), ბულგარეთი - 5,9 ათასი ტონა (5,9%);

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი