ბუცხრიკიძე: დაანონსებული რეგულაციები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს

image

სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ის რეგულაციები, რაც დაანონსდა, ანუ საპროცენტო განაკვეთების 50%-მდე შემცირების შესახებ, -ამის შესახებ თიბისი ბანკის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ კვლევის „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„როდესაც მამუკა ბახტაძე იყო ფინანსთა მინისტრი, მნიშვნელოვანი რეფორმების ფარგლებში წლების განმავლობაში ერთად ვსაქმიანობდით. მისი ინიციატივები განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პარტნიორები ვიქნებით“, - ამის შესახებ „თიბისი“ ბანკის დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
ბუცხრიკიძის თქმით, რეფორმები რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია.

„ბატონმა ბახტაძემ განათლების რეფორმის შესახებ განაცხადა და ვფიქრობ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ,  რომ ასევე სასწრაფოდ იქნება გასაკეთებელი ის რეგულაციები, რაც დაანონსდა, ანუ საპროცენტო განაკვეთების 50%-მდე შემცირების შესახებ. ეს პრობლემა მალეა მოსაგვარებელი, რამდენადაც ჭარბვალიანობაზე დიდი ხანია არის საუბარი", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე განმარტებით, ჭარბვალიანობა გამოწვეულია მიკროსაფინანსო კომპანიებით.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარკვეული რეგულაციები არის სწორი ინიციატივა“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 14 ივნისს დაასახელეს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი