ორზე მეტი იპოთეკური სესხის აღება შესაძლოა აიკრძალოს

image

სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოქალაქეებს ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა აღარ ჰქონდეთ. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის მუხლს რამდენიმე პუნქტი ემატება. ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოიყენონ მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენება ვეღარ მოხდება, - განმარტებულია პროექტში. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი