ანალიტიკოსები: 2017 წელს Bitcoin-ის ბუმი ბაზრის მანიპულაცია იყო

image

2017 წელს Bitcoin-ის ბუმი ბაზრის მანიპულაცია იყო. ახალი კვლევა ამბობს, რომ 2017 წლის თითქმის ნახევარი Bitcoin-ის ფასის კოორდინაცია კრიპტოვალუტა Tether-ის გამოყენებით ხდებოდა. ამის შესახებ CNBC წერს. 

66 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ Bitcoin-ის შესაძენად კრიპტოვალუტა Tether-ი მაშინ გამოიყენეს, როდესაც Bitcoin-ის ღირებულება იკლებდა. გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი Bitcoin-ის ფასის „სტაბილიზება და მანიპულაცია“ იყო. 

„ზოგადად კვლევა პოტენტიურად არალეგალურია და კრიპტოვალუტით ვაჭრობის ირგვლივ ბევრი ჭორია“, - ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორი ჯონ გრიფმანი. 

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Bitcoin-ის ფასმა თითქმის 20,000 დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2017 წლის დასაწყისში 1,000 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. გასულ წელს ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა. 

ოთხშაბათის, შუადღის მონაცემებით Bitcoin-ის ღირებულებამ მიახლოებით $6,252 შეადგინა. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი