კრიპტოვალუტების მიმართულებით ქალების ინტერესი იზრდება

image

London Block Exchange - ის კვლევის თანახმად, ბოლო ექვს თვეში, გაორმაგდა იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც მომავალში კრიპტოვალუტების მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ. მონაცემების თანახმად, ყოველი მერვე ქალბატონი, ანუ დაახლოებით 13% მზად არის ციფრულ ვალუტაში ფულის ჩადებაზე. გასულ წელს კი, მათი რაოდენობა მხოლოდ 6% იყო. 

ირკვევა ისიც, რომ კრიპტო-ინვესტიცია განსაკუთრებით პოპულარული ქალ-მილიარდერებს შორის არის. 

“არსებობს სტერეოტიპი, თითქოს კრიპტოვალუტა მხოლოდ მამაკაცების საქმეა, თუმცა რეალურად ჩანს, რომ ამ მიმართულებით ყოველდღიურად უფრო მეტი ქალი ინტერესდება და უერთდება ბირჟას. მათი უმრავლესობა კი, უკვე პროფესიონალი ინვესტორია.” - აღნიშნავს London Block Exchange-ის ანალიტიკოსი. 

თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე კვლევაც, რომელიც Google მონაცემებს ეფუძნება და აღნიშნულია, რომ საძიებო სისტემაში ბიტკოინების შესახებ ინფორმაციას მამაკაცების 95% იძიებს, ამიტომაც მას მამაკაცების კრიპტოვალუტა უწოდეს, რასაც ექსპერტების უმეტესობა არ ეთანხმება.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი