საქართველოში ინვესტორი კომპანიების პირველი ოცეული დასახელდა

image

2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა საქსტატზე დაყრდნობით წერს.

საქსტატი ინვესტიციების შემცირებას ორი მიზეზით ხსნით: "შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა)".

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-20 შემდეგია: 

შპს მტკვარი ენერჯი - საქმიანობა: ელექტროენერგიით მომარაგება, დისტრიბუცია, რეალიზაცია ელექტროენერგიის წარმოება
შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი - საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
აიდიეს ბორჯომი - საქმიანობა: მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება 
შპს მაგთიკომი - საქმიანობა: მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი 
შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი - საქმიანობა: გაზგამანაწილებელი კომპანიები 
GIG (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) – საქმიანობა: საწარმოების მართვა, საინვესტიციო კომპანიები, ჰოლდინგური კომპანიები
ფოთის საზღვაო ნავსადგური - საქმიანობა:  ნავსადგურებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო სააგენტოების მომსახურება
სს RMG Copper - საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
შპს RMG Gold - საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
BP ჯგუფი - საქმიანობა: ენერგოტრანსპორტირება და საწვავის მიწოდება
შპს ჯორჯიან მანგანეზი - საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულისამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
შპს ტოიოტა კავკასია - საქმიანობა: ავტობიზნესი, დისტრიბუცია
შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი - საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
შპს აჭარისწყალი ჯორჯია - საქმიანობა: ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეულიფინანსები
ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში - საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი - აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში საქმიანობა: მშენებლობა 
სს Hualing international special economic zone - საქმიანობა: ჰუალინგის სპეციალური ეკონომიკური ზონა - ვაჭრობა, საინვესტიციო მომსახურება, სასტუმრო 
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - საქმიანობა: თანაინვესტირების ფონდი ტურიზმის ფონდი 
სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - საქმიანობა: ფარმაცევტული საქმიანობა 
შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია - საქმიანობა: სამორინე

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი