სამხრეთ კორეაში ჰაკერებმა კრიპტოვალუტები მოიპარეს

image

ბიტკოინის ფასი კვირას $500-ით დაეცა და ორი თვის მინიმუმი, 6700 დოლარი დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი 10 აპრილის შემდეგ ბირჟებზე არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მოახერხა სიტუაციის შედარებით გამოსწორება და ამჟამად Coinmarketcap-ის მონაცემებით, Bitcoin-ის ფასი $6780 - ია. CNN Money-ს ინფორმაციით, ფასის ასეთი ვარდნა ჰაკერულ შეტევას უკავშირდება, რომელზეც სამხრეთ კორეის Coinrail-მა განაცხადა. 

ორშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამ კომპანიაში არსებული კრიპტოვალუტის 30% მოიპარეს. მათ პრესას განუცხადეს, რომ ფაქტის შემდეგ მყისიერად დაიწყეს გამოძიებასთან თანამშრომლობა დამნაშავეების გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა ბოლო 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა ჰაკერების მსხვერპლი. Coinrail-ი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი სავაჭრო პლატფორმაა ქვეყანაში.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი