გიორგი კაკაურიძე: ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 39.3 ათასით გაიზარდა

image

2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4.0%-ის ოდენობით, თუმცა წლის განმავლობაში რეალურ ეკონომიკურ ზრდას უფრო მაღალი ტენდენცია ჰქონდა და ფაქტობრივი მაჩვენებლების მიხედვით გასულ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.0 % შეადგინა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა. ინფორმაციას agora.ge ავრცელებს.

კაკაურიძის ინფორმაციით, 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა.

„2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 19.4 პროცენტით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 19.6 პროცენტით გაიზარდა. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 39.3 ათასი ადამიანით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ქვეყანაში იყო რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც 1 861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამაში დიდი როლი ითამაშა საგადასახადო რეფორმამ, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი