MasterCard-ი Google-თან და Amazon-თან იწყებს თანამშრომლობას

image

MasterCard-ი ორ მსხვილ კომპანიასთან, Google-თან და Amazon-თან თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ CNBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მიზანი Google-ისა და Amazon-ის ხმოვან ასისტენტებში საგადასახადო სისტემის ამოქმედებაა. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ Google-ისა და Amazon-ის ხმოვანი ასისტენტების მფლობელები ფინანსურ ტრანზაქციებს ხმოვანი ბრძანების საშუალებით შეასრულებენ. 

კომპანიის ვიცეპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ხმოვანი ასისტენტები პოპულარობას მოიპოვებს და ამ ფორმით ფინანსური ოპერაციების შესრულების სიხშირეც გაიზრდება. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი