კვლევა: 2017 წელს სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელი არ გაზრდილა

image

2017 წელს სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელი არ გაზრდილა. კვლევას ამერიკელი კაპიტალისტი და Wall Street-ის ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში მერი მიკერი აქვეყნებს. 

მიკერის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს დღეს უკვე აქვს საკუთარი სმარტფონი, რის შედეგადაც გაყიდვები წლიდან წლამდე მნიშნველოვნად აღარ იზრდება.  სმარტფონებზე მოთხოვნის შემცირების მიზეზად სახელდება ის ფაქტორიც, რომ სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეს ვეღარ სთავაზობს და ბოლო დროს გამოშვებული ყველა მოწყობილობა ერთმანეთს ჰგავს.  

გარდა ამისა, შენელებული ზრდა ფიქსირდება ინტერნეტით სარგებლობაზეც. თუკი 2016-ში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა წლიურად 12%-ით გაიზარდა, 2017 წელს ზრდამ მხოლოდ 7% შეადგინა.  

ამ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს, ანუ 3,6 მილიარდ ადამიანს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელი არ გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ სმარტფონების ისტორიაში Lenovo გადატრიალებას გეგმავს. ჩინური კომპანია 4 TB-იან Z5-ს უახლოეს დღეებში წარადგენს. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი