1 ივლისიდან საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი მცირდება

image

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, 1 ივლისიდან საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდება. კომისიის ცნობით, შემცირების პირველი ეტაპი ერთ თვეში, ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ 1tv წერს.

მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის არსებული ტარიფი 3,5 თეთრი, ზარის წამოწყების დროს 2018 წლის პირველი ივლისიდან 2,16 თეთრამდე, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 1,44 თეთრამდე შემცირდება.

ასევე შემცირდება ურთიერთჩართვის ტარიფები ფიქსირებულ ქსელშიც.

„კომისიის გადაწყვეტილებით, მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფები ოთხჯერ შემცირდა. მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების ტარიფი 
ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით დაანგარიშდა.

LRIC მოდელით გაანგარიშებული ურთიერთჩართვის ტარიფები აქტივების მიმდინარე ღირებულებას ეყრდნობა, შეიცავს მხოლოდ ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს და არ შეიცავს ოპერატორის იმ დანახარჯებს, რომლებიც ქსელის არაეფექტური ექსპლუატაციის რაოდენობრივი შედეგია”, – ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშში.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი