მოქალაქეების გადამხდელებად რეგისტრაცია, შესაძლოა, მისოების ფილიალებში მოხდეს

image

მოქალაქეების გადამხდელებად რეგისტრაციის პროცედურა, შესაძლოა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალებში გახდეს შესაძლებელი. როგორც გადაცემაში "საქმის კურსი“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა, აღნიშნული შეთავაზება მათ ფინანსთა მინისტრისგან მიიღეს.

„ფინანსთა მინისტრისგან მივიღეთ შეთავაზება, ჩვენც გავხდეთ სახელმწიფოს წარმომადგენლები და ხელი შევუწყოთ ბიზნესს რეგისტრაციის პროცესში, რაც ჩვენთვის მისაღებია. ეს გულისხმობს იმას, რომ შევთავაზოთ ჩვენი ოფისები და სერვისები. თუ ადამიანი გადაწყვეტს დარეგისტრირებას მას აღარ მოუწევს კიდევ სადმე წასვლა და მთელ სერვისს მიიღებს მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ფილიალებში”,-განაცხადა ბაკურაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები, ვინც საკუთარი შემოსავლის დადასტურებას ვერ შეძლებენ, სესხის მიღება შეეზღუდებათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ინიციატივა, არარეგისტრირებული შემოსავლების მქონე მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლის ლეგალიზებისკენ უბიძგებს.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი