ჩინეთი ავტომობილების იმპორტზე ტარიფს ამცირებს

image

პირველი ივლისიდან ჩინეთში იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფი 25 პროცენტიდან 15-მდე შემცირდება. პეკინმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პირობა დადო, რომ იმპორტზე და უცხოელთა საკუთრებაზე არსებულ კაბალურ პირობებს გააიოლებდა. ამას გარდა, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა შეერთებულ შტატებთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკება, რომელიც წარმატებით დასრულდა.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სავაჭრო ომის თავიდან აცილება და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ავტომობილებზე დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფი და სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან ორ ქვეყანას შორის წამყვან სავაჭრო ბარიერს წარმოადგენდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი