H&M-ი თბილისში მეორე მაღაზიას ხსნის

image

ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M) ქართულ ბაზარზე ფართოვდება და ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. გალერია თბილისის შემდეგ, H&M-ის მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში, 31 მაისს გაიხსნება. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში გასული წლის ნოემბერში გაიხსნა. 

H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად ქალის-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი