კვლევა: დღეს მსოფლიოში 2,754 მილიარდერია

image

კომპანია Wealth-X-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი წარმოშობით აზიის რეგიონიდან არის. გასულ წელს აზიელი მილიარდერების რაოდენობა თითქმის მესამედით (29.2%), 784 ადამიანამდე გაიზარდა.

ამავე პერიოდში, ჩრდ. ამერიკელი მილიარდერების რიცხვი 11.2%-ით 727-მდე გაიზარდა - აქედან 680 მილიარდერი აშშ-ს წარმოადგენს.

დღეს მსოფლიოში 2,754 მილიარდერია. პროცენტულად პირველ პოზიციას ევროპა (29.8%) იკავებს, ხოლო მეორეზე კი აზიაა (28.5%).

2017 წელს აზიის ჯამური სიმდიდრის მოცულობა 49.4%-ით, $2.3 ტრილიონამდე გაიზარდა - აქედან $1.1 ტრილიონიანი წილი ჩინელ მილიარდერებს ეკუთვნით.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი