აზერბაიჯანს კრიპტოვალუტების ოპერაციების დაბეგვრა სურს

image

აზერბაიჯანმა, შესაძლოა, კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციები დაბეგროს. ქვეყნის გადასახადების სამინისტროს წარმომადგენელმა, შამილ არაბოვმა განაცხადა, რომ სარგებელი, რომელსაც ადამიანები კრიპტოვალუტებისგან იღებენ რეგულირებას საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტით განხორციელებული ოპერაციები ინდივიდებს შორის მიმდინარეობს და ის არ ეხება ე.წ მაინინგს. ,,გადასახადების სამინისტროს სჯერა, რომ ის ადამიანები, ვინც ოპერაციებში არიან ჩართული, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც გადასახადის გადამხდელები, შეავსონ დეკლარაცია და გადაიხადონ გარკვეული თანხა ბიუჯეტში' - განაცხადა შამილ არაბოვმა.

მისი თქმით, კრიპტოვალუტების დაბეგვრის საკითხი ამჟამად ფართო დისკუსიის საგანია მთელს მსოფლიოში.

,,თითქმის მთელი მსოფლიო საუბრობს კრიპტოვალუტების დაბეგვრაზე. მე მჯერა, რომ საჭიროა ავღწეროთ ის მრავალი ოპერაცია, რომელიც კრიპტოვალუტებით ხორციელდება ინტერნეტ ვაჭრობაში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გადასახადების კონტროლის შესაძლებლობაზე, იმისთვის, რომ კრიპტო ბაზარი ლეგალური რეგულაციების ქვეშ მოექცეს' - აღნიშნა არაბოვმა. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი