სებ-ის ინიციატივებს მხარს ვუჭერთ, თუმცა დიალოგი უნდა გაგრძელდეს

image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რადგან კერძო სექტორის მხრიდან გარკვეული შენიშვნები არსებობს. 

მხარს ვუჭერთ ინიციატივას, რომელიც გამომდინარეობს მოსახლეობის ჭარბვალიანობის ზრდის ტენდენციიდან. ასევე, გვესმის, რომ არსებობს გარკვეული წუხილი კერძო სექტორის მხრიდან. მხარს ვუჭერთ ეროვნულ ბანკს, მთავრობასა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს. ეს უნდა გაგრძელდეს, რაც გააუმჯობესებს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას და შესაძლებელი იქნება ბალანსის პოვნა ფინანსებთან ხელმისაწვდომობასა და ფინანსურ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, - ამბობს პეშო.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი