საიუბილეო 10-ლარიან ვერცხლის საკოლექციო მონეტას ხვალ წარადგენენ

image

12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას წარუდგენს.

ცნობილია, რომ მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი