მარკ ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

image

Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება 13 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Forbes-ის ცნობით, 27 მარტის შემდეგ, კომპანიის აქციები ფასმა 23%-ით მოიმატა. 

გამოცემა წერს, რომ პირადი მონაცემების სკანდალის მიუხედავად, კომპანია ზრდას განაგრძნობს, 33 წლის ცუკერბერგის ქონება კი, დღეის მდგომარეობით, 74.2 მილიარდი დოლარია.

მარტის შუა რიცხვებში, ბრიტანულმა The Guardian-მა და ამერიკულმა The New York Times-მა გამოქვეყნეს საგამოძიებო სტატიების სერია კომპანია Cambridge Analytica-ზე, რომელმაც Facebook-ით 50 მილიონი ამერიკელის ქცევაზე მონაცემები მოიპოვა და შემდეგ ეს მასალა მათთვის მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის მიყიდვისთვის გამოიყენა. Facebook-მა მონაცემთა გაჟონვის შესახებ იცოდა, მაგრამ ზომები არ მიუღია. მაშინ კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი