ტოპ 10 რჩევა ოჯახის ბიუჯეტის ეკონომიისთვის

image

გთავაზობთ ფინანსურ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ოჯახური ბიუჯეტის დაზოგვაში:

1. განსაზღვრეთ ბიუჯეტი 
შეადგინეთ ბიუჯეტის დაზოგვის რეალური გეგმა. ჩამოწერეთ ხარჯების სია, რაც ბოლო დროს გქონდათ. კარგად გაანალიზეთ მეუღლესთან ერთად ეს სია. შეეცადეთ ერთად დაგეგმოთ შემდეგი თვის ხარჯები. ნუ დასვამთ შეკითხვას “სად შემიძლია დავზოგო?” - იკითხეთ: “რისი უფლება შემიძლია მივცე თავს?”. ითამაშეთ ოჯახში პრიორიტეტების თამაში - დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით თქვენი საჭიროებები, ფინანსური შესაძლებლობები, სურვილები და აუცილებლობა. ეს დაგეხმარებათ თქვენ და ასწავლის თქვენს შვილებს პრიორიტეტების განსაზღვრას - სად უნდა დაიხარჯოს ფული და სად არა.  
2. ალტერნატიული გართობა
გაამრავალფეროვნეთ ოჯახური გართობა. კინოში, ბოულინგში ან კაფეში წასვლის მაგივრად წადით ზოოპარკში ან პიკნიკი მოაწყვეთ, სადაც წაიღებთ ბურთს და სენდვიჩებს.
3. ჯიბის ფული ბავშვებისთვის 
ბავშვებს მიეცით ჯიბის ფული, ოღონდ როგორც რაიმე სასარგებლო საქმის შესრულებისთვის გადახდილი ხელფასი. ჯიბის ფული - ეს არის საუკეთესო გაკვეთილი ფულთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება თქვენმა შვილებმა მიიღონ ცხოვრებაში. 
ჯიბის ფული ბავშვებს ასწავლის გაიგონ რა არის რეგულარული შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დანაზოგისა და ხარჯების კონცეპტის გასაგებად. 
ჯიბის ფული ასწავლის ბავშვებს ალტერნატიული ხარჯების არსებობას. საშუალებას აძლევს გაიაზრონ ის, თუ სად უკეთესია ფულის ხარჯვა და სად დაზოგვა.
ჯიბის ფული - ეს არის ეკონომიის სწავლის საწყისი დონე. ბავშვებს უმუშავდებათ ჩვევა მომზადებული დახვდნენ რთულ ამოცანებს და თავი გაართვან ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს. 
4. რეკლამის ზემოქმედება ბიუჯეტზე
საყიდლებზე წასვლამდე შეადგინეთ საჭირო პროდუქტების სია. ნუ წამოეგებით რეკლამაზე და ფასდაკლებებზე. შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. რეკლამა განსაკუთრებით ბავშვებზე მოქმედებს, ამიტომ, როცა საყიდლებზე წახვალთ შეეცადეთ თან  არ წაიყვანოთ ისინი. 
5. მოწევაზე უარის თქმა
მოწევა ვნებს ოჯახის ჯანმრთელობასაც და ბიუჯეტსაც. მოწევაზე უარის თქმით თქვენ შეგიძლიათ საკმაო თანხა დაზოგოთ, რომელსაც შემდეგ უფრო სასარგებლო რამეში გამოიყენებთ, მაგალითად წახვალთ პიკნიკზე ოჯახთან ერთად ან სულაც საზღვარგაეთის ოჯახურ ტურს შეიძენთ.
6. ოჯახური ფიტნესი  
ფიტნეს კლუბებს შეთავაზებაში აქვთ ოჯახური პაკეტები. ეს საუკეთესო საშუალებაა ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ასევე დროის სასარგებლოდ გატარებისთვის. 
7. გათავისუფლდით ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან
გაყიდეთ ან ჩააბარეთ ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მობილური ტელეფონები. ახლა მსგავსი აქციები მსხვილ სავაჭრო ცენტრებშიც მოქმედებს. მიღებული თანხით შეიძინეთ ახალი, მეტად საჭირო ნივთი ან გამოიყენეთ სხვა მიზნით. 
8. დაგეგმეთ დასვენება 
ოჯახის დასვენება დაგეგმეთ მინიმუმ 3-4 თვით ადრე, თუ აპირებთ, რომ ტურისტული კომპანიის შეთავაზების შეძენის გარეშე წახვიდეთ დასასვენებლად. თუ ტურისტული კომპანიის მომსახურებას იყენებთ, მაშინ შეეცადეთ „ცხელი ტურების“ აქციის ფარგლებში მოხვდეთ და ისე იმოგზაუროთ. ამ დროს კარგი ფასდაკლებებია, დაზოგილი თანხით კი შეძლებთ ადგილზე უფრო მეტი ნახოთ და ისიამოვნოთ.  
9. ხარჯეთ გონივრულად
საფულეში იქონიეთ ფურცელი შემდეგი შეკითხვების ჩამონათვალით:
მჭირდება?
გამოვიყენებ?
შემიძლია ამის უფლება მივცე თავს?
ღირს კი ამდენი?
ფასები შევადარე სხვაგან?
თუ ამ შეკითხვების პასუხების უმრავლესობა უარყოფითია, უბრალოდ არ იყიდოთ ეს ნივთი.
10. შეისწავლეთ, შეადარეთ და გააფორმეთ მხოლოდ სასარგებლო კრედიტები
თუ კრედიტის აღებას აპირებთ, გადაამოწმეთ ყველა ბანკის შემოთავაზება, საპროცენტო განაკვეთი და შეარჩიეთ თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად საუკეთსო ვარიანტი. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი