5 ფინანსური რჩევა, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

image

ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით 5 ფინანსურ რჩევას, ისინი არ არის უბრალოდ რჩევები, ისინი ფაქტიურად კანონებია, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი. 

№1 - ჯონ როკფელერის წესი
«დღეს დაზოგილი და დაბანდებული 1 დოლარი, ხვალ მოიტანს 5 დოლარის სუფთა მოგებას».
იდეა ძალიან მარტივია. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის. ბევრ ადამიანს ესმის, რომ ფული უნდა გადადოს, მაგრამ მხოლოდ გადადება არაა საკმარისი, საჭიროა ამ ფულის დაბანდება. ამ ორ საკითხს შორის დიდი სხვაობაა. ფული, რომელიც ბალიშის ქვეშ დევს შემოსავლის მომტანი არ არის. 

№2 - დაითვალეთ თქვენი ფული 
ადამიანების უმრავლესობას საკუთარი ფინანსური ცხოვრება გაუცნობიერებლად მიჰყავს და გაგებაში არ არიან საიდან მოდის ფული, სად მიდის და რა რაოდენობით. ნებისმიერმა სპორტსმენმა იცის მნიშვნელოვანი წესი: გაზომვას ყოველთვის აქვს შედეგი.
ისწავლეთ ოჯახური ბუღატერიის წარმოება და გაერკვიეთ საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებში.

№3 - ციფრი ერთი
ციფრი ერთი - ყველაზე ცუდი ციფრია მსოფლიოში. თუ თქვენს ბიზნესში ერთი მთავარი კლიენტია და ის წავა - ბიზნესს ბოლო მოეღება. იგივეა ფულის ინვესტიციასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ფულს აბანდებთ ერთი და იგივე ადგილას, თქვენი ფიასკოს შანსები იზრდება. ანუ, თუ დეპოზიტზე დებთ თანხას, გახსენით 2-3 დეპოზიტი სხვადასხვა ბანკში.

№4 - იქონიეთ მოთმინება
ხშირად ადამიანებს ფინანსური დამოუკიდებლობის და გამდიდრების მიღწევა სწრაფად უნდათ და არ სურთ ლოდინი. მაგალითისთვის უორენ ბაფეტი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ინვესტორი, ფულის ინვესტირებას აკეთებს 7 წლიანი გათვლით, უფრო ზუსტად 7 წლის შემდეგ ელის სარგებელის მიღებას. გესმით ხომ? ამიტომ საჭიროა, რომ ისწავლოთ მოთმინება და ლოდინი. 

№5 - იქონიეთ გეგმა
თქვენ საფუძვლიანად უნდა გესმოდეთ რამდენ ფულს აბანდებთ, რამდენის მიღება გსურთ სარგებელის სახით და რა დროის შემდეგ. ყველაზე მარტივი მეთოდი არის გეგმის შედგენა - ანუ ფინანსური მიზნების არჩევა. მაგალითად, ბინის ყიდვა - უნდა გადახედოთ და ჩამოაყალიბოთ რამდენი ხნის შემდეგ შეძლებთ ამ მიზნის მიღწევას, შემდეგ კი იფიქროთ, როგორ შეიძლება ინვესტირების გზით ამ დროის შემცირება.  

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი