კრიპტოვალუტების ბაზრის მიმოხილვა

image

კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ Ripple-ის ფასი დაეცა. Ripple-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა კომპანია "უსაზღვრო ICO" -ს ორგანიზებაში, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის დარღვევასა და მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა. ამჟამად Ripple-ის ფასი $0.82-ს შეადგენს

იაპონია კროპტოვალუტების ბირჟის წესების გამკაცრებას გეგმავს. ფინანსური მომსახურების სააგენტომ უფრო მკაცრი მარეგულირებელი შეზღუდვების მომზადების შესახებ განაცხადა, რომელიც კრიპტო-გაცვლით ბირჟებზე ფართომასშტაბიანი შეტევებს შეუშლის ხელს, როგორც ეს მიმდინარე წლის იანვარში Coincheck-ის შემთხვევაში მოხდა. ქვეყნის ფინანსური მომსახურების სააგენტო ზაფხულში ახალი წესების დანერგვას აპირებს და მათ დაუყონებლივ დაცვას მოითხოვს არა მხოლოდ ახალი, არამედ უკვე არსებული კრიპტო-ბირჟებისგან. 

UBS-მ საკუთარ მომხმარებელს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობაზე უარი განუცხადა. შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფინანსური ორგანიზაცია ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ თავის მომხმარებელს ოპერაციების განსახორციელებლად Bitcoin-ის ან სხვა კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალება მისცეს. მანვე აღნიშნა, რომ ბანკი ციფრულ აქტივებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.

სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა თავის დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ შეიძლება გადახედოს. როგორც ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა იონ სუკჰინმა განაცხადა, კრიპტოვალუტებში "პოზიტიურ ასპექტებსაც" ხედავს. მისივე განცხადებით, მრეწველობას უფრო სრულყოფილი რეგულირება ჭირდება, რაც ,,უფრო სტაბილურ' ფინანსურ სისტემას ჩამოაყალიბებს და პროდუქციისა და მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი