საქართველოში შინამეურნეობების დაახლოებით 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებაში

image

საქართველოში შინამეურნეობების დაახლოებით 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებაში ან მასში ინვესტირებაში. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის თემებს ეხება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო კრიპტოვალუტების მესამე უდიდესი მომპოვებებელია. 

"ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს კრიპტოვალუტისა და ბლოქჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის", თბილისში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა ჰანს ტიმერმა, მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. 

"მაგალითად საქართველოში, კრიპტოვალუტის მოპოვება გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია საგადასახადო შეღავათებით და ელეტროენერგიის დაბალი ფასით. დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობის და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ამბობს ჰანს ტიმერი. 

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ სამომპოვებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყანად აქცევს. საქართველოს ელექტორენერგიის მოთხოვნის 10 – 15 პროცენტი კრიპტოვალუტის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს საქართველოში თითქმის სამჯერ აღემატება ერთ სულზე შემოსავლის მსგავსი დონის მქონე ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი