საბანკო-საფინანსო სფერო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

image

"ბოლო პერიოში საბანკო-საფინანსო სფეროში მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები, ამ სფეროს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს", - აცხადებს დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიელ გვალია. მისი თქმით, იცვლება ეკონომიკა და საზოგადოებაც, ამიტომ ამ სფეროში ჯანსაღი რეგულაციები ყოველთის საჭიროა, განსაკუთრებით ეს ეხება იმ სექტორებს, რომლებიც აქამდე არ რეგულირდებოდნენ. 

"ჩვენ არ გვაქვს არასაბანკო დაწესებულებების რეგულირების გამოცდილება, წინა პერიოდებში რეგულატორი თვლიდა, რომ ეს საჭირო არ იყო, ამიტომ ჩანაწერი ორგანულ კანონში, რომ ეს სფერო უნდა რეგულირდებოდეს, ნორმატიულ აქტებში აღარ გადადიოდა. 

სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვიხდით იმ ფასს, რა შეცდომებიც დავუშვით წინა პერიოდში. მე ვფიქრობ ამის გაკეთება უფრო ადრეც შეიძლებოდა“-განაცხადა გვალიამ გადაცემაში "საქმის კურსი“. 

მისი თქმით, ბაზარი არ გაქრება და არც უნდა გაქრეს, მაგრამ ე.წ. ქუდის დაწესება და სხვა რეგულაციები აუცილებელია. 

ტარიელ გვალია მიიჩნევს, რომ აუცილებელია კაპიტალის ბაზრის გამოცოცხლება, რის მცდელობებსაც ის ხედავს, თუმცა შედეგს ვერა. 

"პროცესი რთულად მიდის და ჯერჯერობით შედეგები არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით ქაღალდზე რაღაც ჩანაწერებს, არ გვაქვს საინვესტიციო ფონდები და ა.შ.", - აღნიშნა გვალია და დასძინა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებულმა "სასტარტო კაპიტალის" რეფორმით, მოქალაქეებს არასწორი მოლოდინი არ უნდა შეექმნას.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი