როგორ გავასესხეოთ ფული სწორად - ან ღირს კი გასესხება საერთოდ?

image

ბევრს ექმნება სიტუაცია, როცა მეგობარი ან ნაცნობი სთხოვს ფული ასესხოს და თან პირდება, რომ მიღებისთანავე დაუბრუნებს. 
ხშირად ადამიანები დაუფიქრებლად იძლევიან ფულს და ავიწყდებათ, რომ ტყუილად არ არის ძველი გამონათქვამი: „მეგობრის დაკარგვის საუკეთესო გზა მისთვის ფულის სესხებაა“. 
ერთის მხრივ ვალს ის ხიბლი აქვს, რომ ფულს უკან ვიბრუნებთ. მეორეს მხრივ კი ძველი გამონათქვამი უფრო მართლდება ხოლმე. აქვე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ვარიანტები, მსუბუქი წყენიდან დაწყებული, სერიოზული სკანდალებით დამთავრებული, რასაც ხშირად თან სდევს ურთიერთობების გაფუჭება და საბოლოოდ მათი გაწყვეტა. 
გაგისესხებიათ ფული? ალბათ კი. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ აბსოლიტურად მშვიდი სინდისით შეგიძლიათ უთხრათ უარი ნებისმიერ მთხოვნელს მაშინაც კი, თუ ფული გაქვთ. “არა”-ს თქმა – ეს ნორმალურია. ნებისმიერ თხოვნაზე შეგიძლიათ უარის თქმა. ისწავლეთ თქვათ “არა”.

როგორ გავასესხოთ ფული სწორად:

1) თქვენს გარშემო ადამიანებში კარგად გაერკვიეთ, შექმენით წრე იმ ადამიანებისგან, ვისაც 100%-ით ენდობით, ეს შეიძლება იყოს თქვენი ნათესავები ან მეგობრები და ფული მხოლოდ მათ ასესხეთ.
2) განსაზღვრეთ თანხა, რომლის გასესხებასაც მოახერხებთ, რომ თქვენ არ შეგექმნათ მერე პორბლემები. წესად გაიხადეთ, რომ ამ ლიმიტს არასოდეს გადააჭარბებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ გასცეთ ყველაფერი და დარჩეთ ნულზე. ნებისმიერი თანხის გასესხებისას თქვენ ფაქტიურად მორალურად მზად ხართ მის დასაკარგად. 
3) ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მყარად «არა»-ს თქმა. სინამდვილეში ადამიანს სულაც არ სჭირდება ვალებში ჩაფლობა, უბრალოდ მას არ სურს საკუთარი პრობლემების თავად გადაწყვეტა. ამიტომ, მოემზადეთ უარის სათქმელად. თუ ამის გამო პრობლემები ჩნდება, შეარჩიეთ უარის თქმის რამოდენიმე ვარიანტი («შვებულებისთვის აგროვებთ», «კრედიტი გაქვთ დასაფარი» ან რამე მსგავსი).
4) მანამ, სანამ სხვას მისცემდეთ ფულს, ჩაატარეთ ექსპრეს-შემოწმება და გაარკვიეთ რა მიზნით უნდა მას ფულის სესხება. რა საშუალებებით აპირებს ვალის დაბრუნებას? თუ რაიმე გაურკვეველია და ხვდებით, რომ არსებობს თანხის უკან მიღების პრობლემა (მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზია ეს) – ენდეთ შინაგან ხმას და უარი თქვით ფულის გასესხებაზე.
5) გაარკვიეთ, შეეცადა თუ არა ის ადამიანი კრედიტის აღებას ბანკში. დღეისათვის დაკრედიტების უამრავი პროგრამა არსებობს, რომლებიც მსგავს სიტუაციასთან გამკლავების საშუალებას იძლევა ყველანაირი პრობლემის გარეშე. იქნებ ბანკმა საფუძვლიანი მიზეზები იპოვა იმისათვის, რომ უარი ეთქვა კრედიტის გაცემაზე? კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს სწორია? 
6) კიდევ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სიტუაციის ხუმრობაში გადატანა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უარს არ მიიღებს პირად შეურაცხყოფად, თქვენ კი გაგიმარტივდებათ საქმე. რა თქმა უნდა ხუმრობა უნდა იყოს მართლაც ხუმრობა და არა უხეშად ნათქვამი. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი