რატომ მერყეობს კრიპტოვალუტების ფასი?

image

მსოფლიო ბანკმა ბოლო ანგარიშში, რომელიც კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინზე მოამზადა, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად კრიპტოვალუტების მერყეობა მიუთითა. 

პირველი ქართული კრიპტოვალუტის "ოქროს საწმისის" დამფუძნებელს ვახტანგ გოგოხიას აზრით, ელექტრონული ვალუტების ფასების ცვალებადობა განპირობებულია იმით, რომ ეს სფერო ჯერ პატარა მასშტაბისაა და მსხვლი მოთამაშეები ფასებით მანიპულირებას ახერხებენ. 

"როგორც კი სექტორი გაიზრდება, უფროდაუფრო შემცირდება მერყეობა. თუ შევხედავთ 2013 წელს მაშინ იყო ფასის 90%-იანი ვარდნები, 2017 წელს კი იყო დაახლოებით 50%-იანი ფასის ვარდნა. ნელ-ნელა სტაბილურდება ეს სექტორი და ალბათ სრულ სტაბილურობას 2-3 წელიწადში მიაღწევს",- აცხადებს ვახტანგ გოგოხია.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი