საქართველოში ბენზინის იმპორტი შემცირდა, ხოლო დიზელის გაიზარდა

image

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 87,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 9,4 ათასი ტონით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან შედარებით. იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან 37,6 ათასი ტონა (კლება 10,4 ათასი ტონით) ბენზინზე, ხოლო 49,7 ათასი ტონა (მატება 1 ათასი ტონით) დიზელზე მოდის.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, აპრილის მონაცემებით, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ყველზე დიდი წილი 23,6 ათასი ტონა რუმინეთზე მოდის. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 20,9 ათასი ტონა, რუსეთი - 16,7 ათასი ტონა, თურქმენეთი - 12,4 ათასი ტონა, ბულგარეთი - 9,1 ათასი ტონა, საბერძნეთი - 4,4 ათასი ტონა და სხვა.

ამას გარდა, გასულ თვეში საქართველოში 5,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის 1,5 ათასი ტონა - საცხებ-საპოხი მასალების, 8,8 ათატსი ტონა - საავიაციო ნავთის და 1,6 ათასი ტონა გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის იმპორტი განხორციელდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი