ილონ მასკმა თავისი კომპანიის აქციები 10 მილიონ დოლარად იყიდა

image

Tesla-ს და SpaceX-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა თავისი კომპანიის აქციები 10 მილიონ დოლარად იყიდა. ამის შესახებ usatoday წერს.

ლაპარაკია, კომპანიაზე Tesla, რომელსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები აქვს. Tesla-მ 2018 წელს 709 მილიონ დოლარამდე იზარალა.

Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა ინვესტორებთან პრესკონფერენციის დროს კომპანიის კაპიტალიზაციაზე კითხვებს პასუხი არ გასცა და ასევე არც Model 3-ის შემუშავებაზე ილაპარაკა. ინვესტორების შეკითხვებს მან სულელური და მომაბეზრებელი უწოდა. 

ინფორმაციის გავრცელების და მასკის ამ პასუხების შემდეგ, კომპანიის აქციები 4,5%-ით დაეცა. 

აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი