ჭარბვალიანობა მეწარმეობის სურვილისა და პოტენციალის შემცირებას იწვევს

image

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობა მეწარმეობის სურვილსა და პოტენციალს ამცირებს. 

რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს ე.წ. შევ სიაშია და აქედან გამომდინარე შეზღუდული წვდომა აქვს ეკონომიკურ საქმიანობაზე. საქართველო ისედაც მცირე ბაზარია, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ამას კი ზემოდან ემატება ის, რომ ამდენ ადამიანს არ აქვს წვდომა ფინანსრურ ინსტრუმენტებზე, რათა მათ ბიზნესი განავითარონ, ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იმ სიღარიბის რომელსაც ვებრძვით, - აღნიშავს ბახტაძე და დასძენს რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რეფორმის განხორციელებისას ვინმე უკან დაიხავს. 

,პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და ძალიან პრინციპულად. უახლოეს დღეებში თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ შეიტყობთ, რაც ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას უკავშირდება-განაცხადა ბახტაძემ. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი