უხარისხო ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში პროვაიდერი 270 000 ლარამდე დაჯარიმდება

image

"კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია" ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმზე მუშაობს. კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ინტერნეტ პროვაიდერებს 3 თვის ვადა მიეცემათ, მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები შეცვალონ. ხელშეკრულებაში გაწერილი ხარისხის პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილების შემდეგ მაქსიმალური ჯარიმა 270 ათას ლარამდე იქნება. 

"ხელშეკრულებაში ხარისხის პარამეტრები არ იყო აქამდე, ისინი ვალდებულნი გახდებიან ხარისხის პარამეტრები შეიტანონ მომხმარებლებთან კონტრაქტში, მათ შორის სიჩქარე და სხვა ხარისხობრივი პარამეტრები და მათ ექნებათ აპლიკაცია, ექნებათ შესაძლებლობა კომისიის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთონ და 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს, შეუძლიათ შეამოწმონ ინტერნეტის ხარისხი და შეადარონ ხელშეკრულების პირობებს. თუ დარღვევა ან გადაცდომა იქნება, მათ შუძლიათ კომისიაში შემოიტანონ სარჩელი და სარჩელის შემოტანის გარეშეც მთელ პროცესს ისედაც დღე-ღამის განმავლობაში დააკვირდება კომისია და შესაძლო გადაცდომების შემთხვევაში ინტერნეტის მომწოდებლების მხრიდან მომხმარებლებისთვის კომისია დამოუკიდებლადაც ირეაგირებს. სანქციები იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული. ეს არის პირველ ჯერზე გაფრთხილება, მეორე ჯერზე ფინანსური სანქცია და მესამე ჯერზე ასევე ფინანსური სანქცია, რომელიც 270 ათას ლარამდე ადის", - განუცხადა bm.ge-ს კახა ბექაურმა.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი