Tesla-მ 2018 წელს 709 მილიონ დოლარამდე იზარალა

image

კომპანია Tesla-ში, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს, განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში 709,6 მილიონი დოლარი იზარალეს. ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი დანაკარგია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიუხედავად დანაკარგებისა, Tesla იმედოვნებს, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში წარმატებას მიაღწევს და ამის პირობა კი კვირაში 5 000 ელექტრომობილი Model 3-ის წარმოებაა. 

Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა ინვესტორებთან პრესკონფერენციის დროს კომპანიის კაპიტალიზაციაზე კითხვებს პასუხი არ გასცა და ასევე არც Model 3-ის შემუშავებაზე ილაპარაკა. ინვესტორების შეკითხვებს მან "სულელური" და "მომაბეზრებელი" უწოდა. 

ინფორმაციის გავრცელების და მასკის პასუხების შემდეგ, კომპანიის აქციები 4,5%-ით დაეცა. 

აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი