საქართველოში მობილური ოპერატორების შემოსავალი გაიზარდა

image

საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა, 2018 წლის პირველ კვარტალში, 110.9 მლნ ლარის შემოსავალი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) მიიღეს. მათი საცალო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9.3 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების  მარეგულირებელი კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

მობილური კომპანიების შემოსავლები ასეთია:

მაგთი - 52 092 903 ლარი

ჯეოსელი - 40 498 381 ლარი

Beeline – 18 098 156 ლარი

სილქნეტი - 206 961 ლარი

ჯიმობაილ - 36815 ლარი 

2017 წელს მობილური ოპერატორების შემოსავალი 448.2 მილიონი ლარი იყო.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი