საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

image

საქართველოში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების შემოსავლები, 2018 წლის პირველ კვარტალში, 45.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 81 738-ით გაიზარდა. ინფორმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

საქართველოში ინტერნეტის 645,104 აბონენტია. კომპანიების მიხედვით, აბონენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: სილქნეტი - 278,559 აბონენტი; მაგთიკომი- 316,143 აბონენტი; ახალი ქსელები - 34,483 აბონენტი; CGC - 15,919 აბონენტი.

ინტერნეტაბონენტების გადანაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით ასეთია:

ინტერნეტის ყველაზე მეტი აბონენტი თბილისში ფიქსირდება. კერძოდ, - 342 057 ფიზიკური და 23 189 იურიდიული აბონენტი; აჭარა - 56641 ფიზიკური აბონენტი, 2830 იურიდიული აბონენტი; იმერეთში 75987 ფიზიკური და 3076 იურიდიული აბონენტი; ქვემო ქართლში 61414 ფიზიკური და 1643 იურიდიული აბონენტი; ყველაზე ნაკლები აბონენტი რეგიონების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში ფიქსირდება - 807 ფიზიკური და 150 იურიდიული აბონენტი. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი