როგორ დავაგროვოთ ფული ბინის შესაძენად - 5 პრაქტიკული რჩევა

image

1. შევაჭრება
ეს თვისება ჩვევად უნდა აქციოთ და სულ გექნებათ ფული და ბედნიერება, მათ შორის ბინის ფულის დაგროვებასაც შეძლებთ. შეევაჭრეთ ყველგან და ყველას. სად შეიძლება ამის გაკეთება? 
ბაზარში შევაჭრება აუცილებელია, ამით ფულს დაზოგავთ. უნდა გაიაროთ ბაზარზე და შეადაროთ მაქსიმალური და მინიმალური ფასები. საჭირო პროდუქტის გამყიდველს კი შეეცადეთ მაქსიმალურად შეევაჭროთ. 
- სუპერმარკეტში - იკითხეთ ფასდაკლებების შესახებ. შეარჩიეთ პროდუქტები აქციის დახლებიდან, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი საჭირო იყოს. დაითვალეთ ხურდა სალაროსთან. მოლარე შეიძლება შეცდეს, მაგრამ იქედან გამოსულს და მერე მიბრუნებულს გაგიჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ არასწორად დაგიბრუნეს ხურდა. 
- უძრავი ქონების სააგენტოში - ბინის შეძენისას ივაჭრეთ სააგენტოს მომსახურებებზე, ხოლო ბინის გამყიდველთან ფასზე. ამ შემთხვევაში ეკონომია საკმაო თანხას შეადგენს. 
- ბინების სარემონტო სერვისის მქონე ფირმებთან მოითხოვეთ ფასდაკლება ან მოძებნეთ ყველაზე იაფი ვარიანტი. 
ფულს, როგორც იტყვიან დათვლა უყვარს. 

2. საგარანტიო ტალონების, ხელშეკრულებების, ჩეკების შენახვა
ეს ჩვევა ასევე დაგეხმარებათ გააკეთოთ ფულის ეკონომია და გადაწყვიტოთ ბინის საყიდელი ფულის დაგროვების საკთხი. 
- მაცივარი გაგიფუჭდათ? - გაარემონტეთ საგარანტიო ტალონით ან გადაცვალეთ თუ ვადა გასული არ არის. ამ შემთხვევაში ჩეკი დაგჭირდებათ. 
- ელექტრო ჩაიდანი გადაგეწვათ? - შეცვალეთ ის, თუ გარანტიის ვადებში ჯდებით. ამ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ ჩეკი. 
- გაფუჭებული პროდუქტი შეიძინეთ? - მათი დაბრუნება შეგიძლიათ, ოღონდ მხოლოდ ჩეკის არსებობის შემთხვევაში. 

3. ფასებისა და დამატებითი ხარჯების გაანალიზება
- გადაწყვიტეთ ბინის ყიდვა? - გაარკვიეთ რომელ რაიონში ღირს უფრო იაფი. 
- გადაწყვიტეთ ავტომობილის შეძენა? - გააანალიზეთ ფასები. მოძებნეთ სად არის უფრო იაფი. ფული არ გყოფნით? - მოძებნეთ თქვენთვის შესაფერისი სესხი, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება. გაარკვიეთ რაიმე დამატებით ხარჯებთან ხომ არ გექნებათ შეხება.
- რემონტის გაკეთება გადაწყვიტეთ? - შეადარეთ რამოდენიმე ორგანიზაციის ფასები. აირჩიეთ ის, სადაც უფრო იაფია. გაარკვიეთ რა ჯდება მასალებისა მოტანა და სართულზე ატანა. აარჩიეთ ის ორგანიზაცია, სადაც იაფია ეს მომსახურება. 

4. სააგენტოების, ბროკერების, გამყვიდველების წინადადებების კრიტიკულად განხილვა
- რაც უფრო ძვირად გიფასებენ საქონელს, იმ მოტივაციით, რომ კარგი ხარისხის არის, რომ სათქვენოა, რომ ექსკლუზიურია საუკეთესო ფასად, მით უფრო მეტს გამოიმუშავებს გამყიდველი, სარეკლამო აგენტი და ა.შ. საჭიროა რჩევებს მიუდგეთ კრიტიკულად. სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავსი საქონელი შეიძინოთ უფრო იაფად. 
- თუ საქმე ეხება დიდ ხარჯებს, მაშინ საჭიროა სპეციალისტებთან კონსულტაცია. სჯობს მათ გადაუხადოთ გარკვეული თანხა, ვიდრე დაკარგოთ დიდი ფული, რომელსაც უძრავ ქონებაში გადაიხდით არაკომპეტენტურობის გამო. 
- უძრავი ქონება გააფორმეთ მემკვიდრეობით. გაარკვიეთ როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწორად, იურიდიული წესების დაცვით. ჰკითხეთ სპეციალისტებს - მოგიწევთ თუ არა გადასახადების გადახდა. 
-  ბინის გაყიდვისას ასევე გაარკვიეთ სპეციალისტებთან, გიწევთ თუ არა რაიმე გადასახადის გადახდა, მაგალითად მიღებულ შემოსავალზე და ა.შ.
- ბინის ყიდვისას დაარეგისტრირეთ ქონება თქვენს სახელზე, მოაწესრიგეთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი და გაიარეთ ყველა პროცედურა. გაანალიზების ჩვევა, ფულის დათვლა, სპეციალისტებთან გასაუბრება, ფულის მოფრთხილება დაგეხმარებათ  გადაჭრათ მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი - როგორ დააგროვოთ ბინის შესაძენი თანხა.

5. საკუთარი თავისთვის ფულის გადახდა
დააგროვეთ ფული ბინისთვის. ყოველთვიურად გადადეთ თქვენი შემოსავლის 10-20 %. ჩადეთ ბანკში მაქსიმალურ საპროცენტო სარგებელზე. არ ახლოთ ხელი ამ ფულს მანამ, სანამ არ დააგროვებთ საჭირო თანხას. თუ ყიდვას ვერ შეძლებთ, იგირავებთ, ამ პერიოდში, შემდეგ ისევ დაამატებთ თანხას და ბოლოს აუცილებლად შეძლებთ ბინის ყიდვას. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი