Spotify ბაზარზე 20 მილიარდი დოლარით მკვიდრდება

image

Spotify ბაზარზე 20 მილიარდი დოლარით მკვიდრდება

ნაკადი მუსიკის ფირმის Spotify-ის აქციები პირველად საჯაროდ გაიყიდება სამშაბათს, როდესაც ფირმა პირველად გამოვა ნიუ-იორკის ბაზარზე.

ფლოტაცია ფირმისთვის გადაწყვეტ მომენტს წარმოადგენს, რომელსაც 12 წლის შემდეგ მოგება ჯერ არ მიუღია.

Spotify-ს ლისტინგი, რომელიც შეიძლება 20 მილიარდს გაუტოლდეს, არატრადიციულია: კომპანია არ უშვებს ახალ აქციებს. სანაცვლოდ, ხელმისაწვდომი იქნება ფირმის აქციები, რომლებიც კერძო ინვესტორებს ეკუთვნის.

ის, რაც ოდესღაც პატარა შვედურ მუსიკალურ პლატფორმას წარმოადგენდა, სწრაფად გაიზარდა უკანასკნელ წლებში, დაამატა მილიონობით მომხმარებელი უფასო სერვისს, რომელიც ფინანსდება რეკლამით, და ბევრ მათგანს უბიძგა უფრო მომგებიანი გამოწერა შეეძინა.

ამჟამად ის წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ნაკადი მუსიკის კომპანიებს შორის, მისი მომხმარებლების რიცხვი 71 მილიონს ითვლის, ორჯერ მეტს, ვიდრე მეორე ადგილის მფლობელს - Apple-ს.

რა უნდა მოიმოქმედოს Spotify გადარჩენისთვის

როგორ მიაღწია Spotify მილიარდობით დოლარის ღირებულებას

აქამდე ხარჯები და ჩამწერი კომპანიებისგან მათი მუსიკის გამოყენების უფლებების შეძენის ღირებულება აღემატებოდა Spotify-ს შემოსავალს, მაგრამ განსვლა მცირდება.

ზოგიერთი ანალიტიკოსის პროგნოზით, ლისტინგი დააჩქარებს Spotify-ს მოგებასთან მიახლოებას.

„აქამდე სავარჯიშო წრე იყო“, - თქვა მარკ მილიგანმა MIDia Research-დან. „როდესაც ეს მოხდება, ჩვენ დავინახავთ სტრატეგიის მოძრაობას ამ მიმართულებით“.

რატომ ასაჯაროვებს Spotify თავის აქციებს?

ფირმამ ინვესტორების წინაშე, რომლებმაც კომპანიას  მხარი დაუჭირეს მისი ზრდის ეტაპზე, ვალდებულება იკისრა, რომ მათ საშუალება ექნება, ჩადონ ფული თავის ინვესტიციებში. ამიტომ Spotify-ს ადრე თუ გვიან მოუწევდა აქციების გასაჯაროვება.

მაგრამ ეს ასევე შეიძლება ფირმისთვის ახალ ფაზას წარმოადგენდეს.

საჯარო ვაჭრობას რაც შეეხება, ის ზეგავლენას მოახდენს ხელმძღვანელობაზე და შეიძლება გამართლების სახეც მიმიღოს, რომელიც საჭიროა ცვლილებების შესატანად, ამბობს მარკ მალიგანი.

„როდესაც თქვენ წარმოადგენთ ტექნოლოგიურ ფონდს - მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი კომპანიაა, დარეგისტრირებული ბირჟაზე, [ინვესტორები] ელოდებიან, რომ თქვენ ამუშავდებით, მალე შეიცვლებით“, - ამბობს იგი.

და მაინც, რა შეიცვლება?

აქამდე ისინი ძალიან ახლოს იყვნენ იმასთან, რომ გახდნენ მუსიკალური ბიზნესის ახალი დრამატული მომავალი, მაგრამ ამავდროულად რჩებოდნენ ძველი მუსიკალური ინდუსტრიის უდიდეს მეგობრად, ვინაიდან ხმის ჩამწერ კომპანიებს აძლევდნენ პლატფორმას, დაქვეითებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად“,  - ამბობს მალიგანი.

„შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად [Spotify]-ს მოუწევს შეწყვიტოს ორმაგი საუბარი, რომელსაც ის ამჟამად ახორციელებს, და არ უნდა იყოს ამდენად მეგობრული ჩამწერი კომპანიების მიმართ“.

Spotify-ს შემოსავლის ნახევარზე მეტი მიდის პირდაპირ ხმის ჩამწერ კომპანიებში. მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, არ აპირებენ თამამი ნაბიჯების გადადგმას, ვინაიდან ლეიბლები ასევე აკონტროლებენ მუსიკის ორ მესამედს, რომელსაც უკრავს Spotify.

კრის ჰეიესი Enders Analysis-დან ამბობს, რომ თუმცა ეს არ შეიძლება იყოს აქციების ლისტინგის პირდაპირი შედეგი, იგი ასევე ელოდება Spotify-ს განვითარებას.

„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში მათ მოუწევთ თავის შემოთავაზებებში  მრავალფეროვნების შეტანა“, - ამბობს იგი და გამოყოფს მათ უამრავი კონკურენტისგან ნაკადის სერვისების სფეროში.

როგორი იქნება Spotify მომავალში?

ისინი უკვე გადავიდნენ პოდკასტებში და ორიგინალური მუსიკის წარმოებაში. მათ შეიძლება დაიწყონ მეტი ორიგინალური კონტენტის შემოთავაზება, როგორიცაა ტეილორ სვიფტის უკანასკნელი ვიდეო, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ პლატფორმაზე, ამბობს კრის ჰეიესი.

ისინი შეიძლება ასევე ფიქრობდნენ მიბაძონ ბერლინელ Soundcloud-ის, რომელიც სთავაზობს სოციალური მედიის ფორუმს კონტენტის უფრო დაბალი პროფილის მწარმოებლებისთვის, ამბობს იგი.

მარკ მალიგანი ფიქრობს, რომ მათ შეიძლება გამოუშვან დოკუმენტური ფილმები, ინფორმაცია შემსრულებლების შესახებ, სპეციალური მუსიკალური ფუნქციები, ახალი სტატიები და კომედიებიც კი.

იქნება რაიმე განსხვავება შემსრულებლებისთვის?

Spotify-ს ერთ-ერთ ურთულეს საკითხს წარსულში წარმოადგენდა უარყოფითი უკუკავშირი შემსრულებლებისგან, რომლებიც ამბობდნენ, რომ მხოლოდ ყველაზე მსხვილ ვარსკვლავებს აქვთ საკმარისი შემოსავალი ნაკადის გამოწერის მოდელისგან.

„ამ მომენტისთვის ყველაფერი ჩამწერი კომპანიების გარშემო ტრიალებს. Spotify-ს არა აქვს ადგილი შემსრულებლებისთვის“, - ამბობს მარკ მალიგანი.

„[აქციების ლისტინგის] შემდეგ თამამი ნაბიჯები შემსრულებლებს ხელს შეუწყობს“.

იგი მიიჩნევს, რომ Spotify-ს შეუძლია შემსრულებლებისთვის ადგილის შეთავაზება, რომ მათ თვითონ ააგონ საკუთარი სივრცეები და პროფილის გვერდები - ასე რომ შეეძლებათ ხმის ჩამწერი კომპანიებისთვის გვერდის ავლა და პირდაპირ თაყვანისმცემლების წვდომა.

კრის ჰეიესი ფიქრობს, რომ გავა გარკვეული დრო, ვიდრე მოხდება ლეიბლების განზე გასვლა. მაგრამ იგი ამბობს, რომ თუ Spotify შეძლებს მეტი გამომწერის მოზიდვას, შემსრულებლებისთვის გადახდები ავტომატურად გაიზრდება მოსმენა-გადახდის მოდელის საშუალებით.

შეუძლია თუ არა Spotify-ს ფულის გამომუშავება?

ბ-ნი ჰეიესის სიტყვებით, ფირმის პირველი ოპერაციული მოგება (ვალის ფინანსირების გარეშე) უკვე ჰორიზონტზეა 2019 წლისთვის, მიმდინარე ტენდენციის თანახმად.

„სტრატეგია ყოველთვის იყო, თავისუფალი დონე არ არის ძალიან მომგებიანი, მაგრამ ეს არის ძაბრი, რომლის საშუალებით უფასო მომხმარებლები შეიძლება გადავიდნენ გამოწერის დონეზე, რომელიც მომგებიანია“.

ვიდრე გამოწერა აგრძელებს ზრდას, ის იქნება მომგებიანი.

ბ-ნი მალიგანი ფიქრობს, რომ ბიზნესის განვითარების პროცესში ისინი ისწავლიან ფულის გამომუშავებას თავისი მუდმივი  მომხმარებლებისგან მეტი სერვისის შეთავაზებით.

პირველ რიგში, არსებობს მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც მიიღება მსმენელების პლეილისტებიდან, და კომპანიას შეუძლია თავისი მონაცემების ინსტრუმენტები მიჰყიდოს მუსიკის ინდუსტრიას. მაგალითად, Spotify-ს ინფორმაცია ადამიანების მოსმენის ჩვევებზე შეიძლება სასარგებლო იყოს შემსრულებლისთვის, როდესაც ის დაგეგმავს მარშრუტს შემდეგი ტურისთვის.

და რაც შეეხება კონკურენციას?

ამჟამად Spotify შეიძლება იყოს ბაზრის ლიდერი, მაგრამ მომავალში მას საფრთხე ემუქრება Apple-ის, Amazon-ის, Google-ის და, შესაძლოა, Facebook-ისგანაც კი.

„საბოლოო ჯამში, Spotify-ს უდიდეს რისკს წარმოადგენს ის, თუ როგორია ყოფნა ერთადერთი კომპანიის რანგში, რომელმაც უნდა მიიღოს მოგება?“ - ამბობს მალიგანი.

ტექნოლოგიური გიგანტები ფლობენ უდიდეს რესურსებს და მზა ეკოსისტემებს სმარტსპიკერებიდან სოციალურ ქსელებამდე.

„Spotify-ის კონკურენტები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები უძირო ჯიბეებით“, - ამბობს იგი, და ისინი იყენებენ მუსიკას, როგორც საშუალებას, გაყიდონ თავისის ძირითადი პროდუქტები, და არა როგორც თავისთავად კომერციულ საშუალებას. მათ შეუძლიათ ხმის ჩამწერი სტუდიებისთვის მეტი ფულის შეთავაზება, ვიდრე Spotify-ს აქვს.

„ეს იქნებოდა ჩემი უდიდესი პრობლემა, მე რომ დენიელ ეკი ვყოფილიყავი“, - გულისხმობს იგი Spotify-ს თანადამფუძნებელს.

„რა იქნება, თუ Apple გადაწყვეტს, დახარჯოს 10 მილიარდი, რომ ამოაგდოს Spotify წყლიდან?“

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი