რომელია სწავლისთვის ურთულესი ადგილი მსოფლიოში?

image

რომელია სწავლისთვის ურთულესი ადგილი მსოფლიოში?

სირიის ხანგრძლივი ომის ნანგრევებში არის განადგურებისა და სასოწარკვეთის ყველსა სახის სურათი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, აღმოსავლეთ ღუტას ალყის სიღრმეში ახალგაზრდები კვლავ სწავლობენ და მომავალს გეგმავენ. ასეთი სტუდენტები იმედს იმ უნივერსიტეტებზე ამყარებენ, რომლებიც ხარისხის მიღებას ონლაინ-რეჟიმში სთავაზობენ, და ცოცხლად დარჩენის გამოწვევასთან ერთად, ცდილობენ ელექტროენერგიისა და ინტერნეტ კავშირის მოპოვებას.

მაჰმუდი, 20 წლის ახალგაზრდა აღმოსავლეთი ღუტადან, სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას აშშ-ის ხალხთა უნივერსიტეტში, რომელიც მსურველებს სთავაზობს ხარისხის მიღებას, თუ მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი უმაღლესი განათლება.

„მძიმე დაბომბვა“

მან აღმოსავლეთ ღუტაში საშუალო სკოლა დაამთავრა სამოქალაქო ომისა და ალყის პირობებში, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა.

„როდესაც უმაღლესი სკოლა დავამთავრე, ვერ ვიპოვე უნივერსიტეტი, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების ხარისხს სთავაზობდა ", - ამბობს ის BBC-თან საუბარში.

სწავლა და ხარისხის მიღება მნიშვნელოვანია, როგორც გზის პოვნის საშუალება, ამბობს მაჰმუდი, სიმბოლო რაღაც უკეთესის მომავალში.

„მე ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი ნაბიჯი გადავდგი“, - ამბობს ის.

ხალხის უნივერსიტეტი ალტერნატიულ უნივერსიტეტს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სხვა ალტერნატივა არა აქვს. ის გამოიყენებოდა სირიელი სტუდენტების მიერ ალეპოს ბრძოლის დროს, როდესაც ქალაქის საკუთარ უნივერსიტეტში რაკეტები მოხვდა.

იგი საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ აკრედიტირებული ხარისხის მისაღებად მთლიანად ინტერნეტით, Google-ისა და გეითსის ფონდის მხარდაჭერით, მის თანამშრომლებს კი მოხალისე მეცნიერები და პენსიონერი პროფესორები შეადგენენ.

აღმოსავლეთ ღუტაში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღწერა, როგორც „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“, ცხოვრობს უნივერსიტეტის დაახლოებით 10 სტუდენტი.

„გადარჩენა“ და „იმედი“

მაგრამ როგორ შეიძლება ვინმეს ფოკუსირება სწავლაზე ასეთი თავდასხმების დროს?

„რა თქმა უნდა, არსებობს ფსიქოლოგიური ეფექტი იმის გამო, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ“, - ამბობს მაჰმუდი. „დაბომბვა ძალიან მძიმეა, ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, არის ჩვენი გადარჩენა. და მაშინ, როდესაც დაბომბვა მთავრდება, თუნდაც მოკლე დროით, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს სამუშაოზე, სწავლაზე ფიქრს, რას ვაპირებთ მომავალში. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს დილემა თავისთავად ფსიქოლოგიური პრობლემაა. იმიტომ, რომ ჩვენი გონება ორი ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს - ახალგაზრდა პიროვნება ცდილობს სწავლის დასრულებას და მისი მიზნების მიღწევას - და 20 წლის ადამიანის მხოლოდ იმას ცდილობს, რომ დღეს კვლავ გადარჩეს“.

მაგრამ სწავლის შესაძლებლობა მოწყვეტილ  და ალყაშემორტყმულ ადგილას, წარმოადგენს „ოპტიმიზმის“  იშვიათ წყაროს, ამბობს ის.

„მინდა სწავლა დავასრულო, ხარისხი მქონდეს, რადგან ალყის ქვეშ მყოფთათვის ეს არის ძალიან დიდი შანსი. ის სტუდენტებს იმედს აძლევს“.

ეს შესანიშნავი ტიპის განსაზღვრაა.

„მე მოტივირებული ვარ, რომ ვისწავლო და სწავლა გავაგრძელო. თუ მექნება შანსი, მინდა გავხდე ქვეყნის აღდგენის პროცესის ნაწილი“, - ამბობს მაჰმუდი.

„დღეს სისხლიანი დღე გვქონდა“

მაგრამ ეს არ არის ადვილი.

გასულ თვემდე სწავლის გაგრძელება იყო „რთული, მაგრამ მოგვარებადი“ ადგილობრივი გენერატორების საშუალებით.

„ისეთი რამ, როგორიც არის ელექტროენერგია, ინტერნეტი, ყველაფერი, რაც საჭიროა ჩემი ვირტუალური სწავლისთვის, ძნელი მისაღებია ალყის გამო და ზოგჯერ საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი“.

მაგრამ სიტუაცია გაუარესდა.

მისი შენობიდან ყველა ოჯახი სარდაფში უნდა გადავიდეს თავშესაფრის მისაღებად, ამბობს ის.

კიდევ ერთი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტის, მაჯედის სახლი დაინგრა საჰაერო დარბევის დროს. იგი ებრძვის არასანდო ინტერნეტ კავშირს და ტელეფონის დატენვის პრობლემებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტუდენტი მთელს მსოფლიოში ემზადება გამოცდებისთვის, მან გასულ კვირას შეტყობინება გაგზავნა: „დღეს ჩვენ გვქონდა სისხლიანი დღე. ათობით საჰაერო დარტყმა“.

სამშაბათს, მაჯედის თქმით, თითქოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩატარდა. მაგრამ საკვები და ელექტროენერგია მწირი და ძვირი დარჩა და ხალხი ბომბის თავშესაფრებში გადაივიდა. ის შიშობს, რომ სირიის მომავალი თაობა განათლების გარეშე დარჩება და „უცოდინრობისა და ბავშვთა შრომის რისკის“ წინაშე აღმოჩნდება.

იმ დროს, როდესაც სხვა სტუდენტები საბოლოო გამოცდებამდე დღეებს ითვლიან, ის მსხვერპლთა რაოდენობას ითვლის.

მაგრამ მაჯედი ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს „რწმენა“ და ის მომავალს იმედით შეჰყურებს. მას სურს მიიღოს სადოქტორო ხარისხი.

„ჩვენი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, ომი არ უნდა გვიშლიდეს ხელს, საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ისინი, ვინც ქვეყანას აღადგენს. მე მჯერა, რომ განათლება დაგვეხმარება ჩვენი მომავლის აშენებაში“.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი