სენატორები Uber-ის სიკვდილის შემდეგ თვითმართვადი ავტომობილების ხარვეზებზე პასუხებს მოითხოვენ

image

სენატორები Uber-ის სიკვდილის შემდეგ თვითმართვადი ავტომობილების ხარვეზებზე პასუხებს მოითხოვენ

სენატორები საუბრობენ იძულებითი არბიტრაჟის სადაო პრაქტიკაზე მას შემდეგ, რაც თვითმართვადმა Uber-მა ფეხით მოსიარულე მოკლა.

კვირას 49 წლის ელეინ ჰარცბერგი ველოსიპედით მიუყვებოდა გზას ტემპში, არიზონას შტატში, როდესაც მას სასიკვდილოდ დაეჯახა Uber-ის მანქანა.

წერილში, რომელიც ხუთშაბათს გაეგზავნა თვითმართვადი ტექნოლოგიის 60 მწარმოებელს, Uber-ის გენერალური დირექტორის დარა ხოსროშაჰის ჩათვლით, დემოკრატიული პარტიის ათმა სენატორმა აღნიშნა „პოტენციურად სახიფათო გამოტოვება“ შესაბამის კანონპროექტში, რომელსაც სენატი განიხილავს. თუ ის იქნება მიღებული, კანონპროექტი დაუშვებს თვითმართვადი ავტომობილების გავრცელებას აშშ-ს გზებზე.

მიმდინარე თვეში მომხმარებელთა უფლებათა დამცველებმა გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი ვერ აკრძალავს იძულებით საარბიტრაჟო მუხლებს თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებლებისა და მომხმარებელთა შეთანხმების მიმართებაში. ადვოკატების სიტყვებით, გამოტოვება სარგებელს მოუტანს მსხვილ ტექნოლოგიურ და საავტომობილო კომპანიებს საშუალო ამერიკელების ხარჯზე.

ადამიანი, რომელიც დაშავდება თვითმართვადი ავტომობილით მგზავრობის დროს, ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესში ან სარჩელს ვერ შეიტანს ტექნოლოგიის მწარმოებლის წინააღმდეგ.

როდესაც არბიტრაჟი წარმოადგენს დაზარალებული მგზავრის გამოსავალს, ძალების ბალანსი გადაიხრება ბიზნესის მხარეს. ექსპერტების თქმით, კომპანიებს ხშირად დაქირავებული ჰყავთ არბიტრები და მისი კლიენტი გამეორებით იქნება.

წერილში სენატორები ეკითხებიან კომპანიებს, ითხოვენ თუ არა ისინი თვითმართვადი ავტომობილის მგზავრებისგან იძულებით არბიტრაჟზე თანხმობას. Uber-ის კლიენტები, რომლებიც მგზავრობენ მის თვითმართვად ავტომობილებში, უკვე დათანხმდნენ საარბიტრაჟო მუხლზე კომპანიის მომსახურების პირობით.

სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ ამერიკელებს არ გააჩნიათ არანაირი უფლება ტრავმებისა ან სიკვდილის შემთხვევაში.

წერილს ხელი მოაწერეს სენატორებმა რიჩარდ ბლუმენთალმა, პატრიკ ლეჰიმ, კრისტოფერ კუნსმა, ედვარდ მარკიმ, კირსტენ გილიბრანდმა, რიჩარდ დურბინმა, ელიზაბეტ უორენმა, შელდონ უაიტჰაუსმა, მაზი ჰირონომ და კეტრინ კორტეზ მასტომ.

სენატორები ადრეც გამოთქვამდნენ შეშფოთებას AV Start Act კანონპროექტის შესახებ. მაგრამ წერილში პირველად ახსენეს თვითმართვადი ავტომობილების იძულებითი არბიტრაჟის საკითხი.

კონგრესი, როგორც წესი, კეთილგანწყობილია კომპანიების მიმართ, რომლებიც თვითმართვად ავტომობილებს აწარმოებენ. სექტემბერში წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო თვითმართვის კანონი, კანონპროექტი, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს თვითმართვადი ავტომობილების საყოველთაო შემოღებას.

მაგრამ Uber-ის ბოლოდროინდელმა ავარიამ თვითმართვად ავტომობილებზე დაკვირვების გაგრძელება გამოიწვია. ინდუსტრია, რომელიც განიხილავს თავის უმსხვილეს გაყიდვის წერტილს, როგორც პოტენციალს საზოგადო უსაფრთოხების დონის ასამაღლებლად, ახლა აწყდება კითხვებს იმის შესახებ, ნამდვილად არის მისი ტექნოლოგია უსაფრთხო, თუ არა.

ცოტა ხნით ადრე ბოსტონის ხელისუფლებამ სთხოვა თვითმართვადი ავტომობილების კომპანიებს, რომლებიც ქალაქში მუშაობენ, უსაფრთხოების პროცედურების გადახედვამდე შეაჩერონ ფუნქციონირება.

დღეს თვითმართვადი ტექნოლოგიები რჩება არასრულყოფილი და ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. კომპანიების უმეტესობა აგრძელებს საჭესთან ადამიანების შენარჩუნებას იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამული უზრუნველყოფა მწყობრიდან გამოვა.

ტემპის ავარიაში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ სატესტო მძღოლი უყურადღებო იყო და გზას არ უყურებდა. მაგრამ ექსპერტებმა CNN-თან საუბარში აღნიშნეს, რომ ვიდეო ასახავს ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიის მოსალოდნელი პროდუქტიულობის კრახს.

ადგილობრივი პოლიციის დეპარტ

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი