შემდეგი გაჩერება Microsoft-თვის: $1 ტრილიონი?

image

შემდეგი გაჩერება Microsoft-თვის: $1 ტრილიონი?

არ გამორიცხოთ Microsoft 1 ტრილიონი დოლარისთვის რბოლიდან.

Apple, ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ამერიკაში, უკვე ფასდება დაახლოებით 850 მილიარდ დოლარად. Amazon და Google-ის მშობელი კომპანია უკვე 700 მილიარდს აჭარბებენ.

ამავე პოზიციაზეა Microsoft-იც. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულებამ შეიძლება მიაღწიოს 1 ტრილიონ დოლარს მიმდინარე წლის განმავლობაში.

Morgan Stanley-ის ახალი სამიზნე ფასი Microsoft-ის 1 აქციისთვის წარმოადგენს 130 დოლარს. ეს იქნებოდა 45%-ით მეტი, ვიდრე პარასკევს, როდესაც აქციები დაიხურა, და საკმარისი ტრილიონის ნიშნულის მიღწევისთვის.

ორშაბათს Microsoft-ის აქციები გაიზარდა დაახლოებით 7%-ით, Morgan Stanley-ის ანგარიშის გამო. ამის საშუალებით  Dow-მ 400 ქულაზე მეტი დააგროვა.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი ერთეულების მიმართ, როგორიცაა პროგრამული პაკეტი Office 365 და ბიზნეს-ჰოსტინგი Azure.

Amazon და Google ასევე მსხვილი მოთამაშეები არიან ღრუბლოვან ბაზარზე. ასევე მასზე დიდი ფსონები გააკეთეს IBM-მა, Salesforce-მა, Cisco-მ, Adobe-მა და Oracle-მა.

მაგრამ Microsoft იყო ღრუბლოვანი რევოლუციის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარი იმ დროიდან, რაც ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი კომპანიის ღრუბლოვანმა გურუმ სატაია ნადელამ შეცვალა.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა, საინფორმაციო ოფიცერთა ბოლო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, აღმოაჩინეს, რომ მსხვილი კომპანიები, სავარაუდოდ, მომავალ რამდენიმე წელიწადში Microsoft-ის, Amazon-ისა და Cisco-ს ღრუბლოვან სერვისებზე გადავლენ.

რა თქმა უნდა, Microsoft-ს აქვს კიდევ ბევრი სხვა ბიზნეს-კურსი. მას ეკუთვნის Xbox-ის სათამაშო მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა. და ახლახან სოციალურ ქსელებში დიდი აღელვება გამოიწვია LinkedIn-ის შეძენამ.

უოლ-სტრიტზე მიიჩნევენ, რომ ნადელას დიდი ძვრა ღრუბლოვანი მომსახურებისკენ, სწორედ ისაა, რაც დაეხმარება Microsoft-ს, შეინარჩუნოს გაყიდვები და მოგება დაახლოებით 10%-იან დონეზე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში.

და Morgan Stanley არ არის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი, რომელიც წინასწარმეტყველებს Microsoft-ის საბაზრო ღირებულების 1 ტრილიონამდე გაზრდას. Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა მსგავსი პროგნოზი წინა წლის დეკემბერში გააკეთა, ასევე კომპანიის ღრუბლოვან მიმართულებაზე დაყრ

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი