Apple-ის 2018 წლის საგაზაფხულო მოვლენა: ახალი iPad და კიდევ 4 რამ

image

Apple-ის 2018 წლის საგაზაფხულო მოვლენა: ახალი iPad და კიდევ 4 რამ

Apple ებრძვის Google- საკლასო ოთახის დაბრუნებისთვის.

სამშაბათს კომპანიამ წარმოადგინა განახლებული, უფრო სწრაფი iPad, რომელიც მუშაობს Apple Pencil-თან ერთად. გენერალური დირექტორი ტიმ კუკი და მისი აღმასრულებელი გუნდი სცენაზე გამოვიდნენ ჩიკაგოს Lane Tech უმაღლეს სკოლაში, რომ განეხილათ Apple-ის საგანმანათლებლო გეგმები და „ახალი შემოქმედებითი იდეები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის“.

ახალი iPad Apple Pencil-თან მუშაობს

ახალი iPad წარმოადგენ Apple-ის ხაზის ბოლო განახლებას. 9,7 დიუიმიანი მოწყობილობა - იმავე ზომის, როგორც ტრადიციული iPad, ეღირება 299 დოლარი სკოლებისთვის და 329 დოლარი ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის. (სკოლებს შეეძლო წინა ვერსიის ამავე ფასად შეძენა). წინასწარი შეკვეთების გაკეთება იწყება სამშაბათს.

სასკოლო მოდელების მეხსიერების მოცულობა იქნება 200 გბ, რაც დაეხმარება მოსწავლეებს დიდი პროექტების შენახვაში. სტანდარტული მოდელების მეხსიერება იქნება 50 გბ.

გაყიდვების ყველაზე საკვანძო მომენტია ის, რომ ახალი iPad მუშაობს Apple Pencil-თან, რომელიც აქამდე მუშაობდა მხოლოდ უმაღლესი კლასის iPad Pro ტაბლეტებთან. Apple-ის აზრით, მას ბავშვები საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებენ, როგორიცაა არტ-პროექტები. სკოლებისთვის 99 დოლარის ღირებულების Apple Pencil-ს 10 დოლარი დააკლდება.

iPad-ს, რომელიც ხელმისაწვდომია ვერცხლისფერ, რუხ და ახალ, ოქროს შეფერილობაში,  გააჩნია Apple-ის ახალი A10 Fusion ჩიპი, 40%-ით უფრო სწრაფი პროცესორით გრაფიკული პროდუქტიულობისთვის. Apple-ის სხვა iPad მოდელების მსგავსად, მას ასევე გააჩნია წინა და უკანა კამერა, HD ვიდეოს ჩაწერა და FaceTime ზარების მხარდაჭერა.

Apple ამატებს ინსტრუმენტებს მასწავლებლებისთვის

Apple-მა ასევე ახსენა ახალი ფუნქციები, როგორიცაა გონიერი ანოტაციები, რაც მასწავლებლებს დაეხმარება დოკუმენტების მონიშვნაში, და რეალობის გაძლიერებული მხარდაჭერა, რაც „შესაძლებელს გახდის სწავლის ახალ მიდგომებს“.

„იმის მაგივრად, რომ გაკვეთონ ბაყაყები... მოსწავლეებს შეეძლებათ გაკვეთონ ბაყაყები Apple Pencil-ის საშუალებით“, - თქვა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ „ჯოზ“ ჯოზვიკმა.

Apple-მა ასევე წარმოადგინა აპლიკაციების სერია საკლასო ოთახებისთვის, როგორიცაა Schoolwork, და პროგრესის ინსტრუმენტი Classroom, რომელიც შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისთვის დაინახონ, თუ რას აკეთებს სხვა მასწავლებელი კლასში. ახალი უფასო სასწავლო გეგმა სახელწოდებით Everyone Can Create ფოკუსირებულია შემოქმედებითი პროექტების სახეებზე, რომლებსაც, Apple-ის თვალსაზრისით, ბავშვები iPad-ზე გააკეთებენ. ამავდროულად, ახალი პლატფორმა ClassKit თავსატეხების, ტესტების, გაკვეთილის გეგმის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ახალი iPad ყველასთვის

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის მთავარი თემა იყო განათლება, iPad განკუთვნილია ყველასთვის. Apple უშვებს განახლებას iWork-სთვის, რომელიც განკუთვნილია ზრდასრულებისთვის, რომლებსაც სურთ Apple Pencil-ის გამოყენება ახალ მოწყობილობაზე.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ყველა მონაცემი მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესახებ დარჩება კონფიდენციალური.

„კონფიდენციალობა წარმოადგენს Apple-ის განუყოფელ ნაწილს ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, და არა მარტო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ეს ისაა, რითიც ჩვენ ვართ კმაყოფილი“, - დაამატა სხვა აღმასრულებელმა დირექტორმა.

Apple Google-ის წინააღმდეგ

Apple-ის საგანმანათლებლო ბიზნესს ჰქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. iPads და Mac კომპიუტერები ოდესღაც გამოიყენებოდა როგორც ძირითადი მოწყობილობები ამერიკის სკოლებში. მაგრამ ბოლო დროს Apple-ის დომინირება შემცირდა. ამჟამად, კვლევითი ორგანიზაციის Futuresource თანახმად, Google-ის საბიუჯეტო Chromebook-ები შეადგენენ საკლასო ოთახის მოწყობილობათა 60%-ს. Apple მოწყობილობათა რაოდენობა მხოლოდ 17%-ს შეადგენს.

შესაძლოა, მან ისწავლა თავის შეცდომებზე. 2015 წელს ლოს-ანჯელესის სკოლებში იგეგმებოდა ყველა მოსწავლისთვის iPad-ის გაცემა წინასწარ ჩატვირთული სასწავლო გეგმებით. Wired-ის ინფორმაციით, პროგრამა, რომლის ღირებულება 1 მილიარდს შეადგენდა, ჩაიშალა.

ცვალებადი წლების შემდეგ, 2017 წელს Apple-მა განაცხადა, რომ სკოლებისთვის iPad-ების გაყიდვები გაიზარდა 32%-ით, მას შედეგ რაც iPad-ის ფასი შემცირდა 329 დოლარამდე. Apple-მა ასევე მცირე ხრიკები დაამატა, რომლებიც უადვილებენ მოსწავლეებს კლასში მუშაობას, მაგალითად, მოწყობილობის გამოყენება Apple ID-ის გარეშე.

Apple-ის უჩვეულო ღონისძიება

ეს არის Apple-ის პირველი განათლებაზე ფოკუსირებული კურსი ექვს წელიწადში, და მთლიანობაში - მეორე. 2012 წელს ნიუ-იორკში ციფრული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია შედგა.

ჩიკაგო წარმოადგენს ამ უკანასკნელი ღონისძიების საუკეთესო ფონს. ქალაქში თავმოყრილია აშშ-ს უმსხვილესი სასკოლო სისტემები, და Apple-მა გააფართოვა თავისი "Everyone Can Code" პროგრამა, რომ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს შეეძლოს მისი პროგრამირების ენის Swift შესწავლა.

სამშაბათს Apple-მა არაფერი თქვა თავისი ახალი თაობის iPhone-ზე. მაგრამ მისი წლიური მსოფლიო დეველოპერების კონფერენციის წყალობით, რომელიც სამ თვეში გაიმართება, ჩვენ შევძლებთ გარკვეული ინფორმაციის მიღებას ახალ iOS და OS შესახებ.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი