მომავლის ფული- კრიპტოვალუტა

image

რა არის კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს ეფუძნება.

კრიპტოვალუტა  ციფრულად, ყველასთვის ღია პრინციპით, „მაინინგით იქმნება.

ალბათ უკვე არაერთხელ გსმენიათ ბიტკოინზე და სხვადასხვა კრიპტოვალუტებზე, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მსოფლიოს. ეს ყველაფერი შესაძლოა ირეალურად მოგვეჩვენოს თუ მათ შესახებ პრაქტიკული ცოდნა არ გაგვაჩნია.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი კორპორაციები, მთავრობები და უბრალოდ ადამიანები აქტიურად ითვისებენ ამ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას აძლევთ მათ ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი ფინანსური კეთილდღეობა.

width=300

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ამ ტიპის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებიდან პირველია.

ტრადიციული ვალუტისგან (ლარი, დოლარი, ევრო…) განსხვავებით, ბიტკოინი არსად იბეჭდება და მას არავინ აკონტროლებს.

ე.წ. „მომავლის ფულის ემისია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზეა დამოკიდებული, რომლებიც სპეციალური პროგრამით ამუშავებენ მონაცემებს.

ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტისგან გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარ ფაქტორი ის არის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

ბიტკოინის ქსელი ცენტრალური სერვერით არ იმართება. თითოეული მოწყობილობა, რომელიც ამუშავებს ტრანზაქციებს და მოიპოვებს ბიტკოინებს საერთო ქსელშია ჩართული და დაკავშირებულია სხვებთან. რაც ნიშნავს, რომ არცერთ სახელმწიფო სარეგულაციო ინსტიტუტს არ შეუძლია აკრძალოს „ელექტრონული მონეტები. ფული მიმოქცევაში რჩება, მაშინაც კი, როცა ქსელს რომელიმე მონაწილე ეთიშება.

მომხმარებელს შეუძლია ფლობდეს ბიტკოინის რამდენიმე მისამართს. ანონიმურობა სრულად დაცულია. ის არაა დაკავშირებული რეალურ მისამართთან, სახელსა და გვართან, ტელეფონის ნომერთან, ელექტრონულ მისამართთან თუ სხვა პირად ინფორმაციასთან.

ბიტკოინის სისტემა თითოეულ ტრანზაქციას უზარმაზარ საერთო რეესტრში – ბლოკთა ჯაჭვში ინახავს. ამა თუ იმ მიმდინარე ნაშთისა და ტრანზაქციის მონაცემები ინახება საჯარო მონაცემთა ბაზარში, მაგრამ მისამართის მფლობელისთვის ვინაობა ანონიმურად რჩება.

ბიტკოინი ელექტრონულ მიმოქცევაში არსებული ტრადიციული ვალუტების მსგავსად, სხვადასხვა საქონლის და მომსახურების შესაძენად გამოიყენება.

ჩვეულებრივი ვალუტა დამყარებულია ოქროსა და ვერცხლზე, ბიტკოინი კი მათემატიკაზეა დაფუძნებული.

ბიტკოინი მიიღება სპეციალური მათემატიკური ფორმულით.

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნილი ფული რამდენიმე წუთში, სისტემის ქსელში ტრანზაქციის დამოწმებისთანავე, მიდის ადრესატთან.

უკვე გაგზავნილი ბიტკოინის დაბრუნება შეუძლებელია, თუ მიმღები თავად არ დააბრუნებს მათ.

ბიტკოინი პირველად 2008 წელს სატოშ ნაკამოტოს (ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბიტკოინი გამოიგონა) მიერ იყო ნახსენები, 2009 წლის იანვარში მისი პირველი კლიენტური პროგრამა შეიქმნა და გამოუშვეს პირველი ბიტკოინები. ამავე პერიოდში განხორციელდა პირველი ტრანზაქცია ბიტკოინის გამოყენებით. პირველი ტრანზაქციის დროს 10000 ბიტკოინად პიცა შეიძინეს.

ბიტოკინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ 2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო.

მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC.

ბიტკოინის ეს დებულება ელექტრობის ხარჯებს ეფუძნებოდა, რომელსაც ბიტკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი მოიხმარდა.

2011 წელს ბიტკოინისადმი დაინტერესება გაიზარდა და მისი ღირებულებ $0.30– $32-მდე მერყეობდა.

2012-2013 წლების კვიპროსის ფინანსური კრიზის დროს., კერძოდ 2013 წლის 10 აპრილს ბიტკოინის ფასმა რეკორდულს $266–ს მიაღწია, შემდეგ კი $50–მდე დაიწია.

2013 წლის 27 ნოემბერს მისმა ღირებულებამ $1000-ს პირველად გადააჭარბა. დღესდღეობით კი ბიტკოინის ღრებულება $3.600-ა.

width=300

ბიტკოინის პროტოკოლის თანახმად, ოდესმე „მოპოვებული ბიტკოინების რაოდენა 21 მილიონს ვერ გადააჭარბებს, თუმცა ერთი მონეტა უფრო მცირე ერთეულებად იყოფა: ცენტიბიტკოინი- 0.01, მილიბიტკოინი- 0.001, მიკრობიტკოინი- 0.000001 და „სატოში- ბიტკოინის უმცირესი ნაწილი, მისი ას მემილიონედი.

ბიტკოინის გადაცვლა 2 წელია რაც საქართველოშიც ხდება.  e-money-ს ქართველ მომხმარებელს, ბიტკოინის შეძენა ელექტრონული ბალანსის მეშვეობით შეუძლია.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი