„ბადაგონმა“ თბილისის ოფისი დახურა

image

კომპანია „ბადაგონმა“ თბილისის ოფისი დროებით დახურა. კომპანიის 30-მდე თანამშრომელი კახეთში, „ბადაგონის“ ორ ქარხანაში გადანაწილდება. კომპანიის მფლობელის განცხადებით, „ბადაგონის“ ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო, კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, კერძოდ, „ბადაგონთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს ჩინურმა და რუსულმა კომპანიებმა. გიორგი სალაყაიას განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მან ინფორმაცია პრემიერმინისტრს მიაწოდა.

„ბადაგონმა“ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, ამ ყველაფრის შესახებ მე პირადად ვაცნობე საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა მხარდაჭერა აღუთქვა „ბადაგონს.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შევაჩეროთ საქმიანობა „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისში და დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას „ბადაგონის“ ყველა საწარმოში“,-განაცხადა სალაყაიამ.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი