საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს

image

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ისაქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თანმოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

„Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც.

Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით, – აცხადებს ქეთი ალექსიძე.

 

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი