„Shark Tank“-ის ინვესტორების საუკეთესო რჩევები ბიტკოინის შესახებ

image

 „Shark Tank“-ის ინვესტორების საუკეთესო რჩევები ბიტკოინის შესახებ

იქნება ეს ფასების მკვეთრი ცვლილებები, რეგულირების გაძლიერების შიშები ან წესები ბანკების მხრიდან, რომ ინვესტორებმა არ შეიძინონ კრიპტოვალუტა საკრედიტო ბარათების საშუალებით, ყოველთვის რაღაცა ხდება ბიტკოინის თავს.

ტელეარხი ABC-ს გადაცემა „Shark Tank“ ცნობილია კარგი ინვესტიციების აღმოჩენით, CNBC-ის „Make It“ კი აჯამებს გამოთქმულ მოსაზრებებს.

კევინ ო’ლირი

დეკემბერში ო’ლირიმ უთხრა CNBC-ის „Make It“-ს, რომ ბიტკოინის ინვესტორებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ: „დარწმუნებული ვარ, რომ ბიტკოინის მფლობელების 99%-ს არ ესმის ბიტკოინის მუშაობის არსი. ეს ყოველთვის კატასტროფის ნიშანია“.

ო’ლირის თქმით, პირველი, რაც თქვენ უნდა გაიგოთ ბიტკოინის შესახებ, რომ ეს არის აქტივი, და არა ვალუტა. ამაში ის გულისხმობს, რომ ღირებულების მოულოდნელი ზრდა ან ვარდნა - ცნობილი, როგორც ვოლატილობა - ართულებს ტრანზაქციებში მის გამოყენებას ფაქტობრივი ვალუტის სახით.

იგი ამას ასე ხსნის: როდესაც ო’ლირი ცდილობდა დაახლოებით 200 000 დოლარის გარიგების შესრულებას ბიტკოინში, მეორე მხარე თანხმდებოდა ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფდა გარანტიას, რომ ბიტკოინის ფასი აშშ დოლარის მიმართ შენარჩუნდება ტრანზაქციის დასრულებამდე.

„თუ ნათელია, რომ არც ერთი მხარე არ მიიჩნევს, რომ ის საკმარისად სტაბილურია გადარიცხვისთვის ერთი წუთის განმავლობაში, და არც ერთს არ უნდა ამ ერთი წუთით გარისკვა, მაშინ ეს ვალუტა არ არის“, - ამბობს იგი.

ბარბარა კორკორანი

ბარბარა კორკორანისთვის ბიტკოინი საინტერესოა, მაგრამ ის არ არის პრაქტიკული.

„მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი და სხვა უფრო წვრილი კრიპტოვალუტები ზედმეტად რთულია ჩვეულებრივი გამოყენებისთვის“, - ამბობს ის CNBC-ის „Make It“-თან საუბარში.

„ვფიქრობ, რომ ბიტკოინი - სხვა ვალუტები გაქრება - საინტერესოა დაკვირვებისთვის და მისი ფასი 60 000 დოლარამდე შეიძლება ავიდეს, თუ საკმაოდ მდიდარი ინსტიტუტები და კერძო პირები მოახდენენ მასში ინვესტირებას, მაგრამ ეს გარკვეული სახის სიახლე იქნება ადამიანებისთვის, რომ მოახდინონ ტრანზაქციები რადარების ქვეშ“, - განაგრძობს იგი. „რამდენადაც არ გვიყვარს აშშ ვალუტა, არ მგონია, რომ მას რამე დაემართოს“.

რობერტ ჰერხავეკი

რობერტ ჰერხავეკი, კიბერუსაფრთხოების ფირმის Herjavec Group-ის გენერალური დირექტორი, ციფრულ ვალუტას ოპტიმიზმით უყურებს.

„ჩემთვის ეს მომავლის ტალღაა“, - ამბობს ჰერხავიკი. „25 წელიწადში იქნება კრიპტოვალუტის რაღაცა ფორმა, რომელსაც ჩვენ ელექტრონული სახით გამოვიყენებთ, ნაღდი ფული კი ერთ დღეს წარსულს ჩაბარდება“.

„კაცობრიობისთვის ის მეტად სასარგებლო იქნება ტრანზაქციების ყველა ფორმაში“, - ამბობს ის, თუმცა ჯერ ინვესტიციებს არ ახორციელებს - ეთიკური თვალსაზრისით.

„კრიპტოვალუტა - ეს არის ფინანსირებისა და ტრანზაქციების არჩევანი ჰაკერებისთვის“, - განმარტავს იგი. „და ვინაიდან ჩვენ კარგი ადამიანები ვართ, მე ამას თავს ვერ ვანებებ. კრიპტოვალუტა რომ არ არსებობდეს, მსხვილი ჰაკერული თავდასხმების უმეტესობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, არ იარსებებდა“.

რიჩარდ ბრანსონი

რიჩარდ ბრანსონმა, „Shark Tank“-ის მეცხრე სეზონის სტუმარმა, ბიტკოინში ინვესტიციები რამდენიმე წლის წინ განახორციელა.

„მე ბიტკოინში ცოტაოდენი ფული ჩავდე, რადგან მიყვარს სიახლეები და მიმაჩნია, რომ ბიტკოინი გლობალური ვალუტა გახდება“, - უთხრა მან CNBC-ს 2014 წელს.

„ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ბიტკოინში მცირე ინვესტიციების განხორციელების საშუალება, უნდა მიაქციონ მას ყურადღება“, - დაწერა ბრანსონმა თავის ბლოგში 2013 წელს.

წელს მან CNBC-ს განუცხადა, რომ მისმა კომერციულმა კოსმოსურმა კომპანიამ Virgin Galactic მიიღო ბიტკოინი ბორტგამცილებლისგან ჰავაიში კოსმოსში მოგზაურობის ერთი ადგილის სანაცვლოდ. ტყუპმა ვინკლევოსებმა, ბიტკოინის ცნობილმა მომხრეება, ასევე გამოიყენეს კრიპტოვალუტა Virgin Galactic-ში ადგილის დაჯავშნისთვის.

2014 წელს რიჩარდ ბრანსონმა უთხრა Bloomberg-ს ბიტკოინის შესახებ: „ვფიქრობ, რომ ის მუშაობს. იქნება სხვა ვალუტები, შეიძლება უკეთესიც კი, მაგრამ ამ დროს ბიტკონის გარშემო უკვე დიდი ინდუსტრია ჩამოყალიბდება“.

მან განმარტა, რომ ციფრული ვალუტის ფასის დიდი ცვალებადობა - ეს არის მოგების მიღების შანსი. „ადამიანები გამდიდრდნენ ბიტკოინის საშუალებით, ზოგმა კი ფული დაკარგა“, - თქვა მან. „ის საკმაოდ არასტაბილურია, მაგრამ ადამიანებს ვოლატილობის საშუალებით ფულის შოვნა შეუძლიათ“.

იგი ასევე ახორციელებდა ინვესტიციებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიებში: ბრანსონი არის ბიტკოინის გადახდის სისტემის BitPay-ს ინვესტორი, Crunchbase-ის თანახმად, და შარშან მხარს უჭერდა ბიტკოინ-საფულის სტარტაპის Blockchain გამოშვებას, იტყობინება CNBC.

დეიმონდ ჯონი

„თქვენ მისი შესწავლა ახლა უნდა დაიწყოთ“, - ამბობს დეიმონდ ჯონი „Money“-თან საუბარში, და ამატებს, რომ მას აქვს ბიტკოინი და ეთერიუმი. მაგრამ ინვესტირებამდე უნდა გაითვალისწინოთ: აქ ყველაფერი ისევეა, როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტიციების შემთხვევაში - საჭიროა საკითხის შესწავლა და თაღლითობის მხედველობაში მიღება.

„წარმოვიდგინოთ, რომ გსურთ კრიპტოვალუტაში, ან სამედიცინო ტექნოლოგიაში, ან უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელება“, - ამბობს ჯონი. „ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლოთ. თუ თქვენ თქვენს თავში არ ახდენთ ინვესტირებას [და სწავლობთ], მე შემიძლია ნებისმიერი რამ მოგყიდოთ კრიპტოვალუტაში ან სამედიცინო ტექნოლოგიაში.

„გახსოვდეთ, რომ ფულის ნებისმიერი გაცვლის დროს, მიუხედავად ყველაფრის, ვიღაცამ ამაზე ფული გააკეთა“, - განმარტავს ის. „ადამიანები გვყიდიან [ჩვენს] დაუცველობას“.

მარკ კუბანი

„ეს ჯერ კიდევ აზარტული თამაშია“, - უთხრა მარკ კუბანმა „Money“-ს დეკემბერში. „ის შეიძლება 15 000 დოლარი ღირდეს, ან ნული, და ეს ყველაფერი ერთ დღეს მოხდეს“.

მაგრამ ვინაიდან ის არის ამ ტექნოლოგიის მიმდევარი, მილიარდერმა მეწარმემ მოახდინა ინვესტიციები რამდენიმე ბიზნესში, რომელიც კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება. ასევე ოქტომბერში მან Bloomberg-ს განუცხადა, რომ თვითონ შეიძინა ბიტკოინი.

თუ გსურთ პირადი ინვესტირება, კუბანის რჩევა იქნება, გამოიყენოთ ფული, რომლის დაკარგვის არ გეშინიათ.

„თუ თქვენ თავგადასავლების ნამდვილი მაძიებელი ბრძანდებით, მაშინ უნდა აიღოთ თქვენი დანაზოგის 10% და ჩადოთ ის ბიტკოინსა ან ეთერიუმში“, - უთხრა კუბანმა „Vanity Fair“-ს. „მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, უნდა წარმოიდგინოთ, რომ უკვე დაკარგეთ ეს ფული“.

მომწოდებელი: www.cnbc.com

დატოვე კომენტარი