ეთერიუმის ფასის 2018 წლის პროგნოზი: კრიპტოვალუტის ღირებულება შეიძლება გასამმაგდეს

image

ეთერიუმის ფასის 2018 წლის პროგნოზი: კრიპტოვალუტის ღირებულება შეიძლება გასამმაგდეს

ეთერიუმის თანაშემქმნელი სტივენ ნერაიოფი ამბობს, რომ 2018 წელს კრიპტოვალუტის ღირებულება შეიძლება გასამმაგდეს. მან თქვა, რომ საწარმოები სხვადასხვა დარგებში იწყებენ იმის გათვალისწინებას, თუ როგორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ეთერიუმის პროტოკოლს. ნერაიოფი ეთერიუმის მომატებულ გამოყენებას მიაწერს ეთერიუმის უნარს, დაამუშაოს ტრანზაქციები უფრო სწრაფად და იაფად, ვიდრე მისი კონკურენტები. ნერაიოფმა თქვა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ მზარდი ინტერესი 2018 წელს ეთერიუმის ღირებულებას ბიძგს მისცემს მიუხედავად იმისა, გაუსწრებს ის ბიტკოინს თუ არა.

სტივენ ნერაიოფი ამბობს, რომ კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული პროექტების ზრდამ შეიძლება 2018 წელს „ფლიპინგი“ გამოიწვიოს, რომელშიც ეთერიუმი გადაუსწრებს ბიტკოინს. „ის, რასაც თქვენ ხედავთ ეთერიუმთან დაკავშირებით, არის პროექტების რიცხვის ექსპონენციალური ზრდა - ამჟამად ეკოსისტემაში იდება მილიარდობით დოლარი - შეიძლება ათჯერ მეტი პროექტი წელს, ვიდრე იყო შარშან, რომლებმაც ადვილად შეიძლება გამოიწვიონ ფასის გაორმაგება, ან გასამმაგებაც კი, წლის დასრულებამდე“, - თქვა მან ორშაბათს CNBC-ის გადაცემაში „Fast Money“. მაშინ, როდესაც ბიტკოინი იყო შექმნილი, როგორც ერთრანგიანი წვდომის მქონე ანგარიშსწორების სისტემა, ეთერიუმი შეიქმნა სმარტ-კონტრაქტებისთვის, რომლებიც სრულდება გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. ნერაიოფმა, რომელმაც ხელი შეუწყო ტოკენების გაყიდვას ეთერიუმის პროექტისთვის, თქვა, რომ სხვადასხვა დარგის ბიზნესი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა ღირებულებას სთავაზობს მათ ეთერიუმის პროტოკოლი.

„თქვენ ხედავთ უზარმაზარ ზრდას სხვადასხვა დარგში. ფინანსები და ტექნიკა ნამდვილად მისი ბუნებრივი სფეროა, მაგრამ ახლა თქვენ შეამჩნევთ უფრო შემოქმედებით მიდგომასაც - თქვენ იპოვით პროექტებს ნავთობისა და აირის ინდუსტრიაში, გაიგებთ, რომ მთვარობა იყენებს მას თავის აპლიკაციებში, აღმოაჩენთ მას თავის თამაშებში, ანუ კიდევ სულ სხვა სფეროში“, - თქვა ნერაიოფმა.

პროექტების გარდა, ნერაიოფმა თქვა, რომ გამოყენება იზრდება იმიტომ, რომ ეთერიუმს შეუძლია ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად დამუშავება, ვიდრე მის კონკურენტებს. „ადამიანები მას ვალუტისთვისაც იყენებენ“, - თქვა მან. უფრო დაბალი სატრანზაქციო განაკვეთი ზრდის მთლიანი ქსელის გამოყენებას, ეს კი, თავის მხრივ, ზრდის ამ ქსელის ეფექტურობას. არის მეტი მომხმარებელი, მეტი პროექტი და მეტი პროგრამისტი“, - თქვა მან. თავისი თავდაჯერებულობის მიუხედავად, ნერაიოფი არა ახდენს ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესის, რომელიც მან გამოიწვია 2017 წელს, გაუფასურებას. „მთლიანი სივრცე იზრდება. საზოგადოება განიცდის უზარმაზარ ინტერესს და არსებობს მეტი სფერო, რომელშიც საზოგადოებას შეუძლია ინვესიტციების განხორციელება, ბიტკოინშიც კი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მთელი სფეროს გაფართოვება“, - თქვა მან.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარი 2018 წელს ეხება, ნერაიოფი მიიჩნევს, რომ ეთერიუმს კარგი წელი ექნება. ლუქსემბურგში არსებულ Bitstamp ბირჟაზე ბიტკოინმა დაკარგა 8,73% და მისი ფასი შეადგენს 14 766,86 დოლარს, 248 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 110 მილიარდ დოლარს.

ეთერიუმის ფასის პროგნოზი: 2018, 2019, 2020

ეთერიუმი სწრაფად გადაიქცევა ძირითად კრიპტოვალუტად. ბოლო რამდენიმე დღეში მან საკმაოდ თანმიმდევრულად ახალი  სიმაღლეები დაიპყრო. ასევე 2017 კალენდარულ წელს მისი ფასი გაიზარდა დაახლოებით 3600%-ით.  ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ განიხილავს ეთერიუმს ინვესტორების უმეტესობა გრძელვადიან ინვესტიციად.

ამას მივყავართ მნიშვნელოვან კითხვამდე, თუ როგორი იქნება ეთერიუმის ფასი მომავალში. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ უნდა განიხილოთ კრიპტოვალუტის როგორც გამოყენება, ასევე გამოყენებადობა, და ასე თქვენთვის უფრო ადვილი გახდება გაგება, თუ როგორ შეიძლება მისი ღირებულების შეფასება. ეთერიუმი არის საბაზო შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს დეცენტრალიზებულ გამოთვლით სიმძლავრეს და გამტარუნარიანობას. ამ მიზეზის გამო ეთერიუმი ძალიან განსხვავდება სხვა ტოკენებისგან, რომლებიც მხოლოდ ინვესტიციებისთვის გამოიყენება. ეს ასევე ნიშნავს, რომ ეთერიუმის მნიშვნელობა მომავალში გაიზრდება.

მიმდინარე წელს მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის ფასი მიაღწევს 2500 დოლარს. მომავალი 2019 წლის ბოლომდე კი, პროგნოზების თანახმად, მისი ფასი იქნება დაახლოებით 14 000 დოლარი. ანალოგიურად, 2020 წლის ბოლომდე ეთერიუმის ნავარაუდები ფასი შეადგენს დაახლოებით 31 000 დოლარს.

ამრიგად, როდესაც თქვენ განიხილავთ ეთერიუმისგან მოსალოდნელ დაბრუნებას, უნდა გააცნობიეროთ, რომ იქამდე ჯერ კიდევ შორია.

ეთერიუმის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზები:

ამ მიზეზებს შორის არის:

·         აპლიკაციის გამოყენების ზრდა

·         კომპანიების მიერ დეცენტრალიზებული ღრუბლოვანი აპლიკაციების გამოყენების ზრდა

·         სმარტ-კონტრაქტების გამოყენების ზრდა

ეს არის სამი მიზეზი, თუ რატომ იზრდება ეთერიუმის გამოყენება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც საქმე ეთერიუმს შეეხება, რაც უფრო მეტია პლატფორმის გამოყენება, მით მეტია ტოკენის ფასი. ამ მიზეზის გამო თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეთერიუმის მნიშვნელობა მომავალში გაიზრდება.

ამის გარდა, მოსალოდნელია, რომ ის გახდება მეორე ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ შენარჩუნდება მისი მაღალი ფასი წლების მანძილზე.

ამგვარად, ყოველთვის, როდესაც გეგმავთ ნებისმიერ კრიპტოვალუტაში ინვესტირებას, უკეთესია განიხილოთ ეთერიუმის ვარიანტი. მას აქვს არა მარტო ფართო გამოყენება, მაგრამ ასევე შეფასების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

Fortune-მა გამოაქვეყნა სტატია კრიპტოვალუტების მომავალზე მთლიანობაში. ქვემოთ მოცემულია მისი მოკლე შინაარსი, რაც დაგეხმარებათ ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.

კრიპტოვალუტების მომავალი

შვიდი კრიპტოვალუტის პროგნოზი ექსპერტებისგან

წინა კვირას Fortune-ის Brainstorm Tech კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ასპენში, კოლოში გაიმართა, Fortune-მა მოიწვია რამდენიმე მსხვილი კრიპტოვალუტის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, ბანკირი და სხვები, რომ ესაუბრათ ციფრული ფულის მომავალზე. ჯგუფი შეიკრიბა ასპენის ინსტიტუტში მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე ოთხშაბათს დილით.

პანელის ჰედლაინერებს შორის იყო ბალაჯი სრინსავანი, 21.co-ს, კრიპტოვალუტის სტარტაპის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, რომელმაც გაზარდა ტრადიციული ვენჩურული ფონდების ფინანსირება. ასევე შეხვედრას ესწრებოდა პიტერ სმითი, Blockchain-ის, დიდი ბრიტანეთის კრიპტოვალუტის საფულის კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, რომელმაც ახლახან მიიღო 40 მილიონი GV-დან, Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet ვენჩურული კაპიტალიდან. ასევე კეითლინ ბრაიტმანი, Tezos-ის, ბლოკჩეინის სტარტაპის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, რომელმაც მიიღო 200 მილიონ დოლარზე მეტი ICO-ში და რომლის ინვესტორებს შორის ცნობილი ტიმ დრაპერია.

ექსპერტების გუნდმა განიხილა ყველაფერი, ბიტკოინის, პირველი კრიპტოვალუტის სიცოცხლის ხანგრძლივობითა და ბლოკჩეინით, ანუ კრიპტოგრაფულად დაცული საჯარო ჟურნალით დაწყებული, ე.წ. ტოკენების გაყიდვით პროექტების, განსაკუთრებით ბიტკოინის ძირითადი კონკურენტის ეთერიუმისთვის ფინანსირებისთვის უკანასკნელი ტენდენციებითა და დეცენტრალიზებული ქსელით დამთავრებული.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი